
საქართველოს მინი-ფეხბურთის ნაკრებმა ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა 1/8 ფინალში დაასრულა. ფლეი-ოფის ამ ეტაპზე, ჩვენი გუნდი მსოფლიო რეიტინგის მესამე ნომერ გუნდს, სერბეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 3-2 (მატჩის სტატისტიკური ჩანაწერი) დამარცხდა.
თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მომენტს, როდესაც სერბებმა ჩვენი კარის მიმართულებით სცადეს დარტყმა და საკმაოდ დიდი მანძილითაც ააცილეს ჩვენს კარს, გატანილი გოლების გარდა, დიდი არც არაფერი უქნიათ. იმიტომ არა, რომ ჩვენი გუნდი არის, საქართველოს ნაკრები, განსაკუთრებით ტექნიკურობით, რიგ მომენტებში, აშკარად ჯობდა მეტოქეს. მეორე გოლიც, რომელიც შეხვედრის 41-ე წუთზე გიორგი აფციაურმა გაიტანა, სწორედ, ერთ-ერთი ასეთი მომენტის ლოგიკური დაბოლოება იყო. თუმცა, მანამდე, ანგარიში, პირველ ტაიმში მე-6 წუთზე სერბებმა, ნიკოლა ტომიჩის გოლით გახსნეს. მე-11 წუთზე, ქართველთა სათადარიგო სკამის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, VAR-მა სერბეთის კართან მომენტი გადაამოწმა, შემდეგ, მსაჯმა VAR-ის გადაწყვეტილება გადაამოწმა და წყვილში „ავტორიტეტული" სერბეთის კარში პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად გამოიყენა გიორგი ქურდაძემ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე, დაცვაში შეცდომა გოლად დაგვიჯდა. ჟარკო მატიჩმა გოლი გასახდელში გაგვატანა. მე-40 წუთზე კი, იოვან ბობარის გოლის შემდეგ, სერბები, მხოლოდ, 1 წუთით გავიდნენ წინ ორგოლიანი უპირატესობით.
ჩვენს გუნდს ჰქონდა შანსი ანგარიშის გათანაბრების, თუმცა, საბოლოოდ დავმარცხდით და გათამაშებას გამოვეთიშეთ, 1/8 ფინალიდან, ისევე როგორც წინა მსოფლიო ჩემპიონატზე. სერბეთი კი, მედლებისთვის აგრძელებს ბრძოლას და 1/4 ფინალში, ბალკანურ დერბიში, ხვალ, ბოსნიისა და ჰერცეგოვინას ნაკრებს დაუპირისპირდება.