დიხამინჯიას 5 გოლი და ცინცაძის 12 „სეივი“ „აზოტის“ ბოლო მატჩში
დიხამინჯიას 5 გოლი და ცინცაძის 12 „სეივი“ „აზოტის“ ბოლო მატჩში
27.05.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

პოლონეთის ჩემპიონატის სუპერლიგაში ბოლო მატჩი ჩაატარა „აზოტმა", რომელმაც საკუთარ მოედანზე „პიოტრკოვი" 42-36 დაამარცხა. ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზურაბ ცინცაძემ 12 „სეივი" შეასრულა, გიორგი დიხამინჯიამ კი 5 გოლი გაიტანა.


ეს „აზოტის" ბოლო მატჩი იყო პოლონეთის სუპერლიგაში. მიუხედავად იმისა, რომ სპორტული შედეგებით გუნდმა უძლიერესთა შორის ადგილი შეინარჩუნა, ფინანსური პრობლემების გამო ვეღარ ახერხებს სუპერლიგაში თამაშის გაგრძელებას.


შესაბამისად ეს პოლონურ კლუბში ბოლო მატჩში იყო ქართველი ხელბურთელებისთვისაც.


„დამშვიდობების დროა", - დაწერა გიორგი დიხამინჯიამ სოციალურ ქსელში და „აზოტის" ხელმძღვანელობასა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა დაუვიწყარი სეზონისთვის.