
10 დღეში თბილისში, დინამო არენაზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ფარერის კუნძულების გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ ახალი სათამაშო ფორმით გამოვა. სფფ-ს გადაწყვეტილებითა და ეროვნული ნაკრების ტექნიკური სპონსორის, იტალიური კომპანია „მაკრონის" თანამშრომლობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდისთვის (არა მხოლოდ ეროვნულისთვის, ყველა გუნდებისთვის) ახალი სათამაშო ფორმა შეიქმნა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ, საგანგებოდ 27 მაისს წარადგინა. 35 წლის წინ, სწორედ, 27 მაისს გამართა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დამოუკიდებელი სახელით პირველი ოფიციალური მატჩი და ლიეტუვას დაუპირისპირდა. ის შეხვედრა მაშინ ფრედ, 2-2 დასრულდა და ჩვენს ნაკრებს ორჯერ მოუხდა ანგარიშის გათანაბრება ჯერ გია გურულის, შემდეგ, კახა კაჭარავას გოლებით.
„საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით იასპარეზებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ახალგაზრდული ნაკრები კი ახალი ფორმებით უეფას 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს", - ნათქვამია პრეზენტაციის მოკლე აღწერაში, რომელსაც სფფ-ს სანაკრებო გვერდი ავრცელებს.
ისევე, როგორც 2022 წელს, როდესაც ეროვნული ნარების ახალი ვიზუალური და ვერბალური იდენტობის შესახებ გაცხადდა და ფედერაციამ, „შერატონში" ჩვენი გუნდის ახალი და ჩვენ ვთვლით, საკმაოდ იღბლიანი ფორმა წარადგინა, ამჯერადაც, ახალი ფორმის დიზაინში, რომელიც სფფ-ს ეკუთვნის, იხელმძღვანელეს, ბრენდბუქით მითითებული ელემენტებით და ასევე გამოიყენეს ნაკრების ძველი სათამაშო ფორმის ელემენტები.
ახალი სათამაშო ფორის შეძენა, რომელსაც თუ არ ჩავთვლით, ეროვნული ნაკრების ორ ამხანაგურ შეხვედრას და როლითაც ოფიციალურად ფართო საზოგადოების წინაშე სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ვიხილავთ ჩვენს ფეხბურთელებს, სფფ-ს ინფორმაციით, უკვე დღეიდან, 27 მაისიდან გაყიდვაშია. ახალი დიზაინის, თუმცა „ძველი" ფორმების შეძენა სფფ-ს მაღაზიებსა და ონლაინ არის შესაძლებელი.
ჩვენის მხრივ, ვიმედოვნებთ, რომ ახალი ფორმა ისეთივე იღბლიანი იქნება ქართული საფეხბურთო გუნდებისთვის, როგორიც ეს 2022 წელს ჩვენს ცხოვრებაში შემოჭრილი, ფეხბედნიერი და უკვე ისტორიის ნაწილი ფორმა აღმოჩნდა.





ჩვენ







