ქართველმა 23-წლამდე ნოჩბოსნებმა სლოვაკეთში „მოსავალი“ აიღეს
ქართველმა 23-წლამდე ნოჩბოსნებმა სლოვაკეთში „მოსავალი“ აიღეს
25.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიო თასის პარალელურად, სლოვაკეთში, ბრატისლავაში პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა კანოე-კაიაკიში, რომელშიც  24 ქვეყნის 400-ზე მეტი ათლეტი და მათ შორის, ქართველი სპორტსმენებიც მონაწილეობენ. 23-წლამდეთა შორის რეგატაზე,  საქართველოს 19 ნიჩბოსნით იყო წარმოდგენილი. საბოლოოდ, ქართულმა გუნდმა თერთმეტი მედალი მოიპოვა. ჩვენი გუნდის ანგარიშზე  ექვსი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი დაგროვდა.


ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მედალოსნებიდან ერთმა, ალექსანდრე წივწივაძემ საერთო ჯამში 7 მედალი მოიგო.


ოქრო:

ალექსანდრე წივწივაძე (კანოე 1000 მ,  500 მ, 200 მ),

ალექსანდრე წივწივაძე და ნიკოლოზ როყვა (ორადგილიანი კანოე, 500 მ),

ნიკოლოზ ოდიშელიძე (კაიაკი 200 მ)

ალექსანდრე წივწივაძე, ნიკოლოზ როყვა, სანდრო ჭოჭუა, ომეხ გაბედავა (ოთხადგილიანი კანოე 500 მ);


ვერცხლი:

მანანა პეტრიაშვილი (კანოე 1000 მ, 500 მ),

ალექსანდრე წივწივაძე (კანოე 5000 მ),

ალექსანდრე წივწივაძე და ნიკოლოზ როყვა (ორადგილიან კანოე, 1000 მ);


ბრინჯაო:

ომეხ გაბედავა (კანოე 5000 მ).

სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებაზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.