
დღეს თბილისი არენაზე, საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მესამე შეხვედრა გაიმართა. თსუ-სა და „ქუთაისი 2010"-ის დაპირისპირებაში, გამომდინარე პირველ ორ შეხვედრაში დაფიქსირებული შედეგისა, რომელშიც თსუ, თანაც, ქუთაისში 2-0 დაწინაურდა, ალბათ, ბევრი დღეს, საშინაო კედლებში თბილისელთა გამარჯვებას ელოდა. შესაბამისად, ტურნირის ორგანიზატორებიც, ამ სცენარისთვის მზად იყვნენ. თუმცა, ასე არ ფიქრობდნენ კოტე ტუღუში და მისი გუნდი, შესაბამისად, თსუ-ს ჩემპიონობა, მინიმუმ ერთი თამაშით გადაიდო.
სერიის მესამე შეხვედრა სტუდენტთა გუნდიდან ალექსანდრე ფევაძის ორქულიანით და სტუმართა უპირატესობით დაიწყო. უფრო ზუსტად, თსუ-მ პირველი მეოთხედის დასრულებამდე დაახლოებით 2 წუთით ადრე, მასპინძლებმა მოახერხეს წინ გასვლა და მონაკვეთი 8 ქულით, 28-20 მოიგეს. თბილისელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი გამოცდილი გიორგი ცინცაძე იყო, ქუთაისელთაგან კი, გიორგი კორსანტია. თუმცა, ანგარიშის მიუხედავად, შეიძლება ვთქვათ, რომ საერთო სტატისტიკური მაჩვენებელი ამ მონაკვეთში ორივე გუნდს თითქმის, იდენტური ჰქონდა.
დაახლოებით, იმავე სცენარით წარიმართა მეორე მონაკვეთი, რომლის მოგებაც სტუმრებმა მოახერხეს 13-19. მეორე მეოთხედის დასრულებამდე, დაახლოებით წუთ ნახევრიან მონაკვეთში, გამოცდილმა მიხეილ ბერიშვილმა ქუთაისელებს 8 ქულა მოუტანა, აქედან ორი სამქულიანი იყო. დიდ შესვენებამდე ორი წამით ადრე კი, გიორგი სულაბერიძემ ორი ქულა კიდევ შესძინა ქუთათურებს და ლექსო ლაფანაშვილს გასახდელში დილემა გაატანა. ტაბლოზე კი, ანგარიში 41-39 იყო, ჯერ კიდევ თსუ-ს სასარგებლოდ.
მესამე მეოთხედის დასაწყისში კოტე ტუღუშის გუნდმა ანგარიში გაათანაბრა. ფევაძემ, თსუ კვლავ დააწინაურა. მონაკვეთის შუაწელში, თსუ-მ მოახერხა 5 ქულით დაწინაურება, თუმცა, ქუთაისელებმა მასპინძლებს ფეხდაფეხ სდიეს, ბერიშვილის მორიგის წარმატებული სროლის შემდეგ პერიმეტრიდან, სხვაობა ჯერ, 1 ქულამდე დაიყვანეს, მარქილ სმიტის სროლის შემდეგ, კი, „ქუთაისი 2010" დაწინაურდა და ნელ-ნელა უპირატესობა გაზარდა. მონაკვეთის მიწურულს, თბილისელებს ჰქონდათ ანგარიშის შემცირების შანსი, თუმცა, შეცდნენ, სტუმრებმა კი, ანგარიში კიდევ უფრო გაზარდეს და ეს მეოთხედიც მოიგეს, 12-19. საერთო ანგარიში კი, დასკვნითი მონაკვეთი 53-58 იყო, სტუმარი გუნდის სასარგებლოდ.
ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, როდესაც ჩემპიონობას ერთი ნაბიჯი გაშორებს, თანაც საკუთარ კედლებში თამაშობ, პასუხისმგებლობასთან ერთად, ფსიქოლოგიური მომენტიც ბევრ რამეს განაპირობებს. თუმცა, ქუთაისელთა შემადგენლობიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ თბილისი არენის აურა, მათთვის უცხო იყო. ასევე ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, სწორედ, ეს გარემოება გახდა მიზეზი, რომ საკმაოდ დიდი ხმაურიც კი ტრიბუნებზე, ქუთაისელთა სანაკრებო კალათბურთელებმა, მშობლიურ გუგუნად აღიქვეს. ამასთან, ბერიშვილს „გაეხსნა", მის მიერ ჩაგდებული 20 ქულიდან 6 ზუსტი სამქულიანი იყო (!). თუმცა, თანაგუნდელს მხარი აუბა და ბოლოს აჯობა კიდეც, გიორგი ოჩხიკიძემ, რომელმაც 24 ქულა დააგროვა. რადგან ქუთაისელებით დავიწყეთ, ვთქვათ, რომ ყველაზე მეტი 11 მოხსნა, გამოცდილ კაკი დვალიშვილს ჰქონდა. გიორგი კორსტანტიამ კი, 19 ქულით დაასრულა დღევანდელი შეხვედრა. აი ამ თამაშის ერთადერთი დუბლი კი, თსუ-ელ ალექსანდრე ფევაძეზე მოდის, რომელმაც 16 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.
შეეძლო თუ არა, თსუ-ს დღეს გამხდარიყო ჩემპიონი? რა თქმა უნდა შეეძლო. თბილისელები, მეოთხე მეოთხედის შუაწელამდე, ამის შანსს, როგორც თეორიულ, ასევე თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე ახერხებდნენ. თუმცა, მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე, ქუთაისელებმა ყველა ძალას მოიყარეს თავი და ანგარიში ნელ-ნელა ისეთ ნიშნულამდე გაზარდეს, რომ მოწინააღმდეგეს, მისი აღმოფხვრის ყველანაირი შანსი დაუკარგეს. მეოთხედი, 14-23, თამაში კი, 67-81 მოიგეს და სერიაში სხვაობა შეამცირეს, 2-1.
ფინალური სერიის მორიგი მეოთხე თამაში, კვლავ თბილისში, თბილისი არენაზე გაიმართება. 27 მაისს 19:00 საათზე დაიწყება და გადაწყვეტს ან ჩემპიონის ბედს, ან მეხუთი თამაშის საჭიროებას. თუკი, სამშაბათს, კვლავ ჯერ კიდევ, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი გაიმარჯვებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ამ დარბაზში საქართველოს თასი, სწორედ თსუ-ს მოუგო, მაშინ, მეხუთე მატჩი, მასპინძლის უპირატესობით, ქუთაისში გადაინაცვლებს.
ფოტო: მირიან ჩხეიძე





ჩვენ







