სერჰიი იემილიანოვ პარა-კაიაკში მსოფლიო თასის ეტაპის გამარჯვებულია

25.05.2025
ავტორი: TSFF.Ge
პოზნანში დღეს რამდენიმე საათში მსოფლიო თასის მეორე ეტაპი დასრულდება კანოესა და ნიჩბოსნობაში, რომელშიც საქართველოს ხუთი წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამ ხუთიდან, ჩვენი გუნდის სამმა წარმომადგენელმა A ფინალში იასპარეზა. მათ შორის ერთმა კი, სერჰაი ემეილანოვმაც (KL3-200მ), ფინალში საუკეთესო დრო, 40.77 წამი უჩვენა და მსოფლიო თასის ამ ეტაპის გამარჯვებული გახდა.
დღესვე, B ფინალში იასპარეზა ჩვენი გუნდის ერთადერმა ქალმა წარმომადგენელმა მარიამ ქერდიკაშვილმა (C1-200მ), რომელმაც საბოლოოდ, 52.26 (+2.28) წამით, მე-7 ადგილი დაიკავა.
იხილეთ ასევე (სტატია)
აქვე გეტყვით, რომ 2025 წლის ICF-ის მთავარი შეჯიბრი კანოესა და ნიჩბოსნობაში, აგვისტოში, იტალიაში გაიმართება.





ჩვენ







