ბურჯანაძის 9 ქულა მურსიასთან | კორუნამ სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო
ბურჯანაძის 9 ქულა მურსიასთან | კორუნამ სეზონის ბოლოსწინა შეხვედრა დათმო
25.05.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია

ესპანეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში უმაღლესი ლიგიდან გავარდნილმა ლეიმა კორუნა ბასკეტმა მორიგი მარცხი იწვნია. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ბექა ბურჯანაძის გუნდმა სტუმრად მურსიასთან წააგო. შეხვედრა მასპინძელთა გამარჯვებით, 105-93 დასრულდა.


ბურჯანაძემ, რომელმაც წინა ტურში ბარსელონასთან სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, სასტარტო ხუთეულში იყო. ბექამ კორუნელთაგან ყველაზე მეტი - 27:44 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. ქართველმა ფორვარდმა ოთხივე ორქულიანი ააცილა, სამაგიეროდ ერთადერთი სამქულიანი ჩააგდო, ხოლო 10 საჯარიმოდან მიზანში 6 გაარტყა.


ბურჯანაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 11-ს გაუტოლდა, რც კორუნა ბასკეტში მე-3 შედეგი გახლდათ. ამ მხრივ საუკეთესო ფილ სკრაბი იყო (22), შემდეგ კი ოლე ლუნდკვისტი (19) მოდის.


ლეიმა კორუსნას 7 მოგება და 26 მარცხი აქვს და ბლო ადგილზე. ბოლო, 34-ე ტურში ბურჯანაძის გუნდი ბასკონიას უმასპინძლებს.