არსენაშვილმა საფრანგეთში 5 გოლი გაიტანა, გავაშელიშვილის გუნდი სერბეთში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
არსენაშვილმა საფრანგეთში 5 გოლი გაიტანა, გავაშელიშვილის გუნდი სერბეთში ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
25.05.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

საქართველოს ნაკრების ხელბურთელებმა ეროვნულ ჩემპიონატებში მორიგი მატჩები გამართეს.


საფრანგეთში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლმა" სტუმრად „ივრი" 40-33 დაამარცხა. ერეკლემ ამ შეხვედრაში თითქმის 23 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.


სერბეთის ჩემპიონატის პლეი ოფში მირიან გავაშელიშვილის „მეტალოპლასტიკა" ფინალში გასასვლელად იბრძოდა. ნახევარფინალის პირველი შეხვედრაში „მეტალოპლასტიკამ" საკუთარ მოედანზე „ვოევოდინა" ორი ბურთის სხვაობით, 34-32 დაამარცხა, საპასუხო მატჩში კი, რომელიც „ვოევოდინას" მოედანზე გაიმართა 31:36 დამარცხდა და ბრძოლას ბრინჯაოს მედლებისთვის გააგრძელებს - მესამე ადგილისთვის მატჩში „მეტალოპასტიკა" „პანცევოს" დაუპირისპირდება.


„ვოევოდინასთან" საპასუხო შეხვედრაში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა.