სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის “Villa de Madrid”-ის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიო თასის “Villa de Madrid”-ის გამარჯვებულია
24.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

რამდენიმე წუთის წინ, მადრიდში, ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასის ეტაპზე Villa de Madrid, საქართველოს ნომერმა პირველმა მოფარიკავემ სანდრო ბაზაძემ წლის პირველი ჩემპიონობა იზეიმა.

ქართველი სპორტსმენი ბრძოლებში T64-დან ჩაერთო და სასტარტო შეხვედრაში იტალიელი მასტრულო 15-11 დაამარცხა და T32- ში გავიდა, სადაც რუმინელი მეტოქეს, საკმაოდ მარტივად,  15-7 მოუგო. ამის შემდეგ ბაზაძემ ასპარეზობა T16-ში განაგრძო, სადაც ასევე იოლად, ჩინელი სპორტსმენი 15-6 დაამარცხა.


სამი  მოგებული ბრძოლის შემდეგ, მეოთხედფინალიდან სანდრომ ჯერ რეიტინგის მეორე ნომერი, ფრანგი პატრის სებასტიანს მოუგო 15-9, შემდეგ, ნახევარფინალში კორეელი სპორტსმენი 15-13 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც თურქ მეტოქეს 15-8 სძლია და ოქროს მედალსაც დაეუფლა.


Villa de Madrid საქართველოს სახელით კიდევ რამდენიმე მოფარიკავე ასპარეზობდა, თუმცა, გიორგი ურუშაძემ, ნიკოლოზ ჭეიშვილმა, ვახტან არჩვაძემ და მიხეილ ალფაიძემ ასპარეზობა ადრეულ სტადიაზევე დაასრულეს.

 




ფოტო: Eva Pavia | #BizziTeam