საბა ფურცელაძე თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია

24.05.2025
ავტორი: TSFF.Ge
ქართველი ჩოგბურთელი საბა ფურცელაძე, თბილისის ჩელენჯერის გამარჯვებულია. 23 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მამაკაცებს შორის ATP Challenger Tour-ის თბილისურ ფინალში იტალიელი ფედერიკო ჩინა ორ სეთში, 7-6, 6-4 დაამარცხა.
მზიურის კორტებზე გამართულ პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირში, საერთო ჯამში 25 ქვეყნის 64 ჩოგბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის საპრიზო ფონდი კი, 60 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს.
აქვე გეტყვით, რომ ATP Challenger-ის ეტაპებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან აქ დაგროვილი სარეიტინგო ქულების მიხედვით პროფესიონალ ჩოგბურთელებს ATP Tour-ის უფრო მაღალი დონის ტურნირებში მონაწილეობის საშუალება ეძლევათ.
ფოტო: სპორტის სამინისტრო





ჩვენ







