საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროპის ლიგა A-ში ასპარეზობს
საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ნაკრები ევროპის ლიგა A-ში ასპარეზობს
24.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ანდალუსიაში, ევროპის ლიგის A დივიზიონში, ტურნირის მასპინძელი ესპანეთის, უკრაინის, გერმანიის, პორტუგალიის, პოლონეთის, საფრანგეთისა და თურქეთის ნაკრებებთან ერთად ასპარეზობს.  გათამაშების მოქმედი ჩემპიონი, პორტუგალიის ქვიშის ფეხბურთის ნაკრებია. საქართველო პირველ ჯგუფში, ესპანეთის, უკრაინისა და გერმანიის ნაკრებებთან ერთდ მოხვდა.


EBSL ქვიშის ფეხბურთის ლიგა, რომელიც წელს 28-ედ ტარდება და როგორც წესი მას ორგანიზებას BSWW (ქვიშის ფეხბურთის მსოფლიო ორგანიზაცია) უკეთებს, რამდენიმე ფაზად ჩატარდება. უფრო ზუსტად, ტურნირის ოთხი ეტაპი, რომელიც 23 მაისს დაიწყო და 3 აგვისტოს დასრულდება, რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც გაიმართება. ამის შემდეგ, დასკვნით ტურნირს უკვე იტალია უმასპინძლებს.


კალენდრის მიხედვით, საქართველო, კერძოდ კი, ბათუმი, ევროპის ლიგის ეტაპს 18-20 ივლისს უმასპინძლებს. ეს იქნება, აღნიშნული გათამაშების მეორე ეტაპის. პირველობა კი, გუშინ, 23 მაისს, სანტა მარიაში დაიწყო და საქართველოს ნაკრები, სასტარტო შეხვედრაში სწორედ, მასპინძელ ესპანეთს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 3-15 დამარცხდა. ეტაპის მეორე შეხვედრაში, ჩვენი გუნდი უკრაინას დაუპირისპირდა, რომელმაც თავის მხრივ, გახსნითი მატჩი გერმანიას, 3-2 მოუგო.



ჯგუფის მეორე შეხვედრაში, საქართველოს ნაკრებთან დაპირისპირებაში, ანგარიში უკრაინელებმა პირველ პერიოდში გახსნეს. მეორე პერიოდში, კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს. დასკვნით მესამე მეოთხედში კი, კიდევ ორი გოლი გაგვიტანეს. ერთადერთი პრესტიჟის გოლი, ამ შეხვედრის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე, გიორგი კოკოლაძემ გაიტანა. ჩენმა ნაკრებმა მეორე შეხვედრაც წააგო, ამჯერად, 5- (თამაშის მსვლელობის ჩანაწერი)


გათამაშების პირველ ეტაპზე ბოლო ჯგუფურ შეხვედრას ჩვენი ნაკრები 25 მაისს, გამართავს და გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.


აქვე გეტყვით, რომ B დივიზიონში ლიეტუვა, აზერბაიჯანი, ინგლისი და ბელგია ასპარეზობენ.


ესპანეთისა და საქართველოს გარდა, რეგულარული ჩემპიონატის ეტაპები, როგორც გითხარით, კიდევ ორ ქვეყანაში ჩატარდება. კერძოდ, 25-27 ივლისს იტალიაში გაიმართება მესამე ეტაპი და აქვე გეტყვით, რომ 9-14 სექტემბერს იტალიაშივე ჩატარდება სუპერფინალი, სადაც გამოვლინდება გამარჯვებულიც. თუმცა, მანამდე კიდევ ერთ ტურს, 1-3 აგვისტოს მოლდოვა უმასპინძლებს.



ფოტო: BeachSoccerWorldwide