პოზნანში ქართული გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი A ფინალში იასპარეზებს
პოზნანში ქართული გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი A ფინალში იასპარეზებს
23.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

პოლონეთში მიმდინარე კანოესა და ნიჩბოსნობაში მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე დღეს ქართული გუნდის ყველა წარმომადგენელმა იასპარეზა. თუმცა, ხუთიდან ორი ქართველის სპორტსმენისთვის დღეს, ფინალური დღე იყო.


ბადრი ყაველაშვილმა, რომელმაც გუშინ,  K1-200მ  კატეგორიაში, A ფინალში მოახერხა გასვლა, დღეს, მეშვიდე ადგილით დაასრულა ასპარეზობა. ქართველმა დისტანცია 36.15 წამში დაფარა და გამარჯვებულს მხოლოდ, 0.95 მეასედით ჩამორჩა.


A ფინალში იასპარეზა დღეს, გია გაბედავაც. თანაგუნდელის მსგავსად, მანაც მედლებისთვის ბრძოლის შანსი გუშინ მოიპოვა. საბოლოოდ,  მსოფლიო თასის C1-200მ კატეგორიის ფინალში, 40.54 წამში დაფარა დისტანცია, გამარჯვებულს, 0.83 მეასედით ჩამორჩა და  მეექვსე ადგილს დასჯერდა.


გუშინ დაწყებული ასპარეზობა დღეს, გააგრძელა სერჰაი ემეილანოვმაც (KL3-200მ), რომელმაც 1/2 ფინალურ გაცურვაში 41.43 წამი დააფიქსირა და აღნიშნული გაცურვის გამარჯვებულიც გახდა. ახლა სერჰაი, 25 მაისს, A ფინალში შეეცდება მოიგოს მედლები.


მსოფლიო თასის მეორე ეტაპში დღეს, ჩენი გუნდი კიდევ ორი წარმომადგენელი ჩაერთო. ლევან ტატუნაშვილი (K1-500მ), მესამე საკვალიფიკაციო გაცურვაში 2:00.79 წუთი აჩვენა, მეექვსე ადგილი დაიკავა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი ნახევარფინალში გადასასვლელად.


დღესვე დაიწყო ასპარეზობა ჩვენი ნაკრების ერთადერთმა ქალმა წარმომადგენელმა, მარიამ ქერდიკაშვილმა (C1-200მ), რომელმაც წარმატებული საკვალიფიკაციო გაცურვის შემდეგ, რომლის დროსაც 49.68 წამი დააფიქსირა, 1/2 ფინალში გადაინაცვლა და ხვალ, ადგილობრივი დროით, 09:55 საათზე მესამე ნახევარფინალური გაცურვიდან, ფინალში გასვლას შეეცდება.



ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე