პოლონეთში მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე ხუთი ქართველი ასპარეზობს
პოლონეთში მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე ხუთი ქართველი ასპარეზობს
22.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

საქართველოს კანოესა და ნიჩბოსნობის ეროვნული ნაკრები უნგრეთის შემდეგ, პოლონეთში აგრძელებს ასპარეზობას. მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე, რომელიც ქალაქ პოზნანში ტარდება, ჩვენი გუნდი 5 სპორტსმენით არის წარმოდგენილი.


ბადრი ყაველაშვილი (K1 200მ)

⁠გია გაბედავა (C1 200მ)

სერჰაი ემეილანოვი (KL3 200მ)

მარიამ ქერდიკაშვილი (C1 200მ)

⁠ლევან ტატუნაშვილი (K1 500მ)


მათგან ასპარეზობაში, თავდაპირველად, სამი წარმომადგენელი ჩაერთო, რომელთაგან ორმა A ფინალშიც მოახერხა გასვლა. გია გაბედავა ხვალ, 16:39 საათზე A ფინალში შეეცდება საპრიზო ადგილებისთვის იბრძოლოს. იგივე მისია ექნება ხვალ, ბადრი ყაველაშვილსაც, რომელიც მედლებისთვის 16:45 საათიდან იასპარეზებს. ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი, სერჰი ემელიანოვი, ხვალ, ნახევარფინალში იასპარეზებს და შესაბამისად ფინალში გადასვლას შეეცდება.  KL3 200 მეტრზე აცურვა 23 მაისს, 13:33 საათზე იგეგმება.


23 მაისს დაიწყებენ ასპარეზობას მარიამ ქერდიკაშვილი და ლევან ტატუნაშვილიც.

 

ყველა შედეგი იხილეთ ბმულზე