
ჩვენი გვერდის მკითხველს გემახსოვრებათ, რამდენიმე დღის წინ ჩვენს გვერდზე, უშბიდან თხილამურებით პირველ ქართულ დაშვებაზე, რომ გიამბეთ და კარგი ამბავი გაგიზიარეთ. თუმცა, ამჯერად მთიდან, ცუდი ამბავი მოვიდა. „,თელ სვანეთს ზუსტად ასე გაგვეყინა გული. უდიდესი ტრაგედიაა ნიკოლოზ (ნიკო) ფალიანის ტრაგიკულად დაღუპვა. დღეს ნიკოლოზობაა და წმინდა ნიკოლოზი იყოს შენი სულის მფარვალი... გისამძიმრებ სვანეთო!", - ასეთი შინაარსის პოსტი, სულ რამდენიმე წუთის წინ, სოციალურ ქსელში, „სვანეთი ნიუსმა" გაავრცელა. სტატუსის ქვეშ ფოტოზე, დაღუპული ექსტრემალი თერმომეტრით ხელშია გამოსახული, რომელი -24 გრადუს ყინვას უჩვენებს.
ჩვენ შევეცადეთ უფრო მეტი დეტალის გარკვევას. ნიკო, თავის ძმასთან და ერთ-ერთ კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად უშბაზე სარეკლამო რგოლის გადაღებაში მონაწილეობდა, როდესაც სრიალის დროს, თხილამური გასძვრა და ფერდიდან მოწყდა. ავარიის (მთაში დატრიალებულ ტრაგედიას ასე ეძახიან - სარედაქციო შენიშვნა) შესახებ, სვანეთის სამაშველო სამსახურს სწორედ მისმა ძმამ შეატყობინა.
დაღუპული 30 წლის ექსტრემალის ცხედარი, მაშველებმა ვერტმფრენით მესტიაში უკვე გადმოასვენეს.
ჩვენი გვედრი, მწუხარებას გამოთქვას სვანეთის მთებში დატრიალებული ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს სრულიად სვანეთს, მთამსვლელთა და ექსტრემალური სპორტის მოყვარულების დიდ ოჯახს.
ფოტო: სვანეთი ნიუსი





ჩვენ







