ქალთა ეროვნული ქალთა ერთა ლიგის ბოლო შეხვედრების წინ შეიკრიბა
ქალთა ეროვნული ქალთა ერთა ლიგის ბოლო შეხვედრების წინ შეიკრიბა
22.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები უეფა-ს ქალთა შორის ერთა ლიგის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშებისთვის ემზადება. ირის ანტმანის გუნდი უკვე, რამდენიმე დღეა, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შეკრებაზე არის შესული და 24 ფეხბურთელის შემადგელობით ემზადება.


„ახლა განსხვავებული ვითარებაა, ვიდრე თებერვალში იყო. მაშინ, ქალთა ლიგა არ იყო დაწყებული, ახლა გოგონები კარგ ფორმაში არიან. ვიცით, რომ მომავალ, რთულ თამაშებში ბევრი შრომა მოგვიწევს. მოგვიწევს იმის გაკეთება, რაც წინა თამაშებზე დავაკელით. მაგალითად მალტასთან, კი დავმარცხდით, თუმცა, ის იყო კარგი თამაში ძლიერი გუნდის წინააღმდეგ და გვგქონდა მოგების შესაძლებლობაც", - ამბობს ირის ანტმანი.


შესარჩევი საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები 30 მაისს გასვლაზე ანდორას წინააღმდეგ, 3 ივნისს კი, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ორივე თამაში, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


შეგახსენებთ, რომ მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ჩვენმა გოგონებმა, თბილისში მოახერხეს ანდორას დამარცხება 2-1 მოვახერხეთ. თუმცა, ისიც გემახსოვრებათ, რომ იმ შეხვედრაში, ანგარიში სტუმრებმა 69-ე წუთზე გახსნეს, ჩვენმა ნაკრებმა კი, 83-ე წუთზე მაიკო ბებიას პენალტისა და 87-ე წუთზე თეონა ბაქრაძის გოლების წყალობით გამარჯვება მოახერხა.


რაც შეეხება კვიპროსის ნაკრების, რომელსაც ევროპის 2025 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ორჯერ შევხდით და ორჯერვე დავამარცხეთ, გასვლაზე 0-2 და  შინ 1-0, ახალი შესარჩევ ციკლს გუნდი სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილებით შეხვდა. შესაბამისად, ცვლილება გუნდის თამაშსაც დაეტყო, თუმცა, რამდენად გრძელვადიანი იყო ეს ცვლილება 3 ივნისი გვიჩვენებს.


„ორი ურთულესი თამაში გვაქვს, ვინაიდან, ამ მომენტისთვის სატურნირო ცხრილში არ არის კარგი სიტუაცია, მეოთხე ადგილზე ვართ. თუმცა, კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია, თუკი, ორივე თამაშს მოვიგებთ გავალთ მეორე ადგილზე. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან ამ გუნდებისთვის მოგებული გვაქვს. ეს, კიდევ ერთხელ უნდა გავაკეთოთ", - ამბობს ირის ანტმანი.


როგორც უკვე გითხარით ირის ანტმანის განაცხადში 24 ფეხბურთელია, თუმცა, მათგან ერთი და გუნდის ლიდერი თეონა ბაქარაძე, ყვითელი ბარათების გამო, ანდორასთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.


საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის თამაშებისთვის: მეკარე: თათია გაბუნია („ლანჩხუთი"), ეკა თაბაგარი („სამეგრელო", ჩხოროწყუ), სვეტლანა გაბელაია („ნიკე-ლუსო", თბილისი); დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), მარიამ კალანდაძე („ლანჩხუთი"), სოფო ნარსია („ნიკე-ლუსო", თბილისი), სალომე გასვიანი („ნიკე-ლუსო", თბილისი), თამარ ქველიძე („ეტლინგვაიერი", გერმანია), ნინო ჩხარტიშვილი („ლანჩხუთი"), ანი აკობიძე („ლანჩხუთი"), ელენე ენჯიბაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი); ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი („კვარტალი", თბილისი), ნათია დანელია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ლიზი მწყერაშვილი („ნიკე-ლუსო", თბილისი), ტატიანა მატვეევა („ლანჩხუთი"), ირინა ხაბურზანია („ნიკე-ლუსო", თბილისი), ელენე ბოლქვაძე („ბათუმი"), ანანო წიქარიძე („ლანჩხუთი"), კესო მეტონიძე („რაჭა", ამბროლაური) მაიკო ბებია („იუქსექოვასფორი", თურქეთი), ნათია ჯოჯუა („ელიტა", თბილისი) თინათინ ამბალია („კვარტალი", თბილისი), თეონა ბაქრაძე („ნიკე-ლუსო", თბილისი), ანასტასია ბოლქვაძე („ლანჩხუთი").


ფოტო: სფფ / ლაშა კუპრაშვილი