
ევროპის ჩემპიონატის ფორმატის გარდა, რომლის შესახებაც ჩვენმა გვერდმა უკვე გიამბოთ, დღეს, უეფა-ს ევროპა ლიგის ფინალამდე, ევროპის მმართველი ორგანოს აღმასრულებელი კომიტეტი ბილბაოში კიდევ, რამდენიმე საჭირბოროტო საკითხზე მსჯელობდა. მათ შორის ალბათ, საინტერესო იყო საკლუბო ბენეფიტი - თუ როგორ გეგმავს უეფა, 2024-2028 წლებში დაფინანსების გადანაწილებას.
მიმდინარე ციკლში, რომელშიც 2028 წლის ევროპის ჩემპიონატიც არის გათვლილი, უეფა-ს გადაწყვეტილებით, 240 მლნ ევრო, უეფა-სა და ECA-ს (ევროპის კლუბების ასოციაცია) არსებული მემორანდუმის შესაბამისად გადანაწილდება. ამას დაემატება 7 მლნ ევრო, რომელიც წინა საკლუბო შეღავათებიდან არის ხელმისაწვდომი.
ECA-ს წინადადებით, 3 მლნ ევრო, რომელიც 2020-2024 ციკლის დროს დარჩა, ზემოთხსენებული 7 მილ-დან, ქალთა მიმართულებით გაიცეს და ქალთა შორის ევრო 2025-ს მოხმარდეს. ამით, ქალთა ტურნირის დაფინანსება 6-დან 9 მლნ ევრომდე გაიზრდება.
244 მლნ ევროს გადანაწილების სქემა კი, 2020-2024 წლების ციკლში აპრობირებულიდან უცვლელია. ერთი ნაწილი, დაახლოებით 104 მლნ ევროს ოდენობით უეფა-ს ერთა ლიგის 2024-25 და 2026-27 წლების გათამაშებაზე დაიხარჯება. ისევე, როგორც მოხმარდება, ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს. დარჩენილი 140 მლნ ევრო კი, იმ კლუბებზე გადანაწილდება, რომლის წარმომადგენლებიც ევროპის 2028 წლის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.
უფრო სრულად ინფორმაციას უეფა-ს ვებ-გვერდზე მოგვიანებით გამოქვეყნდება.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც დღეს იმსჯელეს უეფა-ს ერთა ლიგაზე განაცხადებში, მოთამაშეთა კვოტის გაზრდა იყო. კერძოდ, უეფა-ს ერთა ლიგის ფინალებისთვის ევროპული საფეხბურთო სახლის აღმასრულებელმა კომიტეტმა დაამტკიცა ცვლილება ფინალურ ეტაპზე მონაწილე გუნდების მოთამაშეთა რაოდენობის გაზრდასთან დაკავშირებით და თუკი, ადრე განაცხადში 23 მოთამაშე ხვდებოდა, 2025 წელს დაგეგმილი ფინალისთვის, განაცხადში შესაყვანი ფეხბურთელთა რაოდენობა 26-მდე გაზარდა. ამასთან უეფა-მ განმარტა, რომ მსგავსი გადაწყვეტილება სეზონის გადატვირთულ დასასრულსა და ზაფხულის აქტიურობას დაუკავშირა.
ბილბაოში გამართულ უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი მონაწილეობდა.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის შემდეგი შეხვედრა 2025 წლის 11 სექტემბერს, ტირანაში ჩატარდება.
ფოტო: © rfef.es





ჩვენ







