გიორგი დიხამინჯიას 12 გოლი პოლონეთში, ცხოვრებაძის ჰეთთრიკი ბუნდესლიგაში
გიორგი დიხამინჯიას 12 გოლი პოლონეთში, ცხოვრებაძის ჰეთთრიკი ბუნდესლიგაში
22.05.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია

პოლონეთის ჩემპიონატის გასავარდნ ზონაში ბოლოსწინა ტურში „აზოტმა" გასვლით მატჩში 36-40 წააგო „კვიძინთან".


ამ შეხვედრაში ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო საქართველოს ნაკრების წევრი გიორგი დიხამინჯია იყო, რომელმაც 12 გოლი გაიტანა. საქართველოს ნაკრების მეკარეს, ზურაბ ცინცაძეს კი შედარებით ცოტა სათამაშო დროში სამი „სეივი" ჰქონდა.


„აზოტი" ბოლო ტურის მატჩს 26 მაისს გამართავს, მათ 37 ქულა აქვთ და გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდებს 15 ქულით უსწრებენ.


გერმანიის ბუნდესლიგაში „გუმერსბახმა" გასვლითი მატჩი მოიგო „რეინ-ნეკართან", რაშიც თავისი წვლილი გიორგი ცხოვრებაძემაც შეიტანა - საქართველოს ნაკრების ხელბურთელმა ჰეთთრიკი შეასრულა.


ბუნდესლიგის დასრულებამდე 4 ტურით ადრე „გუმერსბახი" 34 ქულით მე-9 ადგილზეა.