
ორი მატჩი ქუთაისში, მომდევნო ორი, თუკი საჭირო გახდა თბილისში და თუ, შემთხვევაში აუცილებლობა მოითხოვს, მეხუთე გადამწყვეტი ქუთაისში, ასეთია, საკალათბურთო სუპერლიგის ფინალური სერიის მარშრუტი, თუკი, რა თქმა უნდა აუცილებელი გახდა. სერიის პირველი სათამაშო დღის შემდეგ კი, რომელშიც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ქუთაისი 2010" ტიტულის დასაცავად თსუ-ს ეთამაშება, თბილისური კლუბი დაწინაურდა, 0-1. სერიის მეორე შეხვედრა ასევე ქუთაისში, 22 მაისს გაიმართება. თუმცა, მანამდე, დღევანდელ შეხვედრაზეც ცოტა ვილაპარაკოთ.
ქუთაისის სპორტის სასახლეში, გაკვეთილი, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ, ლექსო ლაფანაშვილს გუნდს, „ქუთაისი 2010"-მა თბილისი არენაზე, სათასო ფინალში ჩაიტარა, კარგად გაითავისა და შესაბამისად, საჩემპიონო სერიის პირველ შეხვედრაში, პირველი წუთებიდან, სწორი დასკვნების გამოტანას შეეცადა. პირველი, მეტ-ნაკლებად დაძაბული მეოთხედის მერე, რომელიც თსუ-მ 22-25 მოიგო, მეორე მეოთხედში, სტუმართა დამაჯერებელ უპირატესობაში გადაიზარდა და კვლავ, თსუ-ელთა გამარჯვებით, ამჯერად, 11- 28 დასრულდა. შესაბამისად დარჩენილ ტაიმში, კოტე ტუღუშის გუნდს, პირველი ტაიმის ანგარიშიდან გამომდინარე 33-53, მთელი 20 ქულა ჰქონდა აღმოსაფხვრელი. მასპინძლებმა, მესამე მეოთხედი იბრძოლეს და ერთი ქულით, 19-18 მოიგეს, თუმცა, ნათელი იყო რომ თსუ, დანებებას არ აპირებდა. დღევანდელ დაპირისპირებაშიც, მასპინძელთა მხრიდან „თავის მოკვლას" და ძალის გამოცლის ხარჯზე თამაშის შემოტრიალებას, რაც შესაძლოა მომდევნო თამაშებზე ასახულიყო და რაც, ალბათ, უფრო გამართლებული იყო, ამ უკვე წაგებულ შეხვედრაში, ჯობდა მომდევნო თამაშზე კონცენტრაცია. ქუთაისელებმა, ბოლო მეოთხედი 17-18, შეხვედრა კი, 69-89 წააგეს.
სერიის პირველ შეხვედრაში, გამარჯვებულთაგან ყველაზე მეტი, 22 ქულა დევონტრე ტომასმა დააგროვა, რომელსაც 7 მოხსნაც დაუგროვდა და 5 შედეგიანი გადაცემა. აქვე გეტყვით, რომ 5 შედეგიანი გადაცემა ჰქონდა გიორგი ცინცაძესაც, რომელმაც 19 ქულა ჩააგდო. თბილისელთაგან 12-12 ქულა ალექსანდრე ფევაძემ და გლენ აბრამმა დააგროვეს.
მასპინძელთა შორის, ბოლო შეხვედრების მსგავსად, დღესაც, ყველაზე შედეგიანი, ორმაგი დუბლით, 19 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო გიორგი კორსანტია იყო. ორმაგ დუბლამდე ორი მოხსნა დააკლდა კაკი დვალიშვილს, რომლის ანგარიშზეც 16 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა. 15 ქულა და 5 ასისტი კი გიორგი ოჩხიკიძის ანგარიშზეა. სხვათა შორის უნდა აღვნიშნოთ, რომ გაცდენილი 1/2 ფინალური სერიის შემდეგ, „ქუთაისი 2010"-ში კვლავ გამოჩნდა ელაია ჯოინერი, რომელმაც 10 ქულის დაგროვება მოახერხა.
სერიის მეორე მატჩი ისევ ქუთაისში, 22 მაისს გაიმართება.
ფოტო: მირიან ჩხეიძე





ჩვენ







