სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ 2024 წლის გამარჯვებულები გამოავლინა
სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციამ 2024 წლის გამარჯვებულები გამოავლინა
20.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

თითქმის ერთ კვირის მანძილზე მაროკოში, სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაციის (AIPS) ღონისძიებები გაიმართა. ყველაფერი კი, 2024 წლის მედია დაჯილდოების ცერემონიით დაიწყო. რაბატიდან , პირდაპირი ტრანსლაციის ყურება სრულად მსოფლიოს შეეძლო. Palais Jawhara-ზე უნდა გამოევლინათ, 136 ქვეყნიდან საუკეთესო. ჟიურის კი, საკმაოდ მძიმე სამუშაო ჰქონდა, რადგან საერთო ჯამში, 2065 ნამუშევარი იყო შესული. საბოლოოდ, ოთხ ფაზიანი გადარჩევის შემდეგ, მაროკოში 27-მა ნამუშევარმა ჩააღწია. სამწუხაროდ,


გამარჯვებულები კი,  8 ჯილდო ე.წ. სენიორებს შორის, 3 კი, ახალგაზრდა რეპორტიორებში გამოვლინდნენ.


ჩვენ, სპეციალურად არ ვთარგმნეთ იმ გამარჯვებულებისა და პრიზიორების სახელები და ნამუშევრები, რათა დაინტერესებული პირებისთვის ინტერნეტში მათი მოძიება უფრო მარტივი იყოს. გამარჯვებულები კი გახდნენ:


მოკლემეტრაჟიანი ვიდეო ფილმი

       I.          Jieni Cheng (China), Surface - China Media Group

      II.          Armando Oquendo (Spain), First try - A flight through Montserrat - as.com

    III.          Henrique Arcoverde (Brazil), Home Turf - Grupo Globo


ფოტო მოძრაობაში

       I.          Jerome Brouillet (France), The Golden Moment - AFP

      II.          Borut Zivulovic (Slovenia), Above the mist and trees  - Thomson Reuters

    III.          Mike Egerton (UK), Simone Biles - PA Media


საუკეთესო სვეტის ავტორი

       I.          Tianhao Shen (China), A United Euro 2024, an Ununited Europe - Titan Sports

      II.       Shireen Ahmed (Canada)  French hijab ban in sports called a 'shameful moment' as it prepares to host Olympics - CBC Sports

    III.       Robert Livingstone (Canada), Moving Olympic cricket from Los Angeles to New York gives us rare window into what's really going on - GamesBids

 

აუდიო ჟურნალისტიკა

       I.          Jens Peter Gideon (Germany), Schumacher. The story of an icon - Norddeutscher Rundfunk (NDR)

      II.          Andrew Todos (UK), Play OnThird place How football returned to war-torn Ukraine - TalkSPORT

    III.          Ashish Sharma (UK), Football's Financial Fairplay - BBC


ფოტოგრაფის პორტფოლიო

       I.          Esam Al-kmali (Yemen), Football is a gateway to peace - Esam Al-kmali

      II.          Edward Whitaker (UK), Global Horse Racing - Racing Post

    III.          Dario Belingheri (Italy), Cycling Moments - Getty Images


სპორტსმენის ვიდეო პროფილი

       I.          Christoph Nahr, Philipp Grüll (Germany), Beckenbauer - ARD (German Television)

      II.          Marc Sauvourel (France), Marie-Jo - Canal Plus

    III.          Andreas Troll (Germany), Being Michael Schumacher - ARD/DasErste


დოკუმენტური ფილმი

       I.          Alexandra Guiral, Louis Villers (France), The Sirens Of Ukraine  - Canal+

      II.        Robert Schöffel, Simon Wörz (Germany), Attack on amateur football · The greed of the betting industry - Bayerischer Rundfunk/ARD

    III.          Nan Shen (China), Aim High  - Xinhua News Agency


საუკეთესო სტატია

       I.         Adam Leventhal (UK), Christian Atsu - one year on from the search to find him. Through the eyes of those closest to him. - The Athletic

      II.         Itay Goder (Israel), "I give you my word: nothing will happen to you here" - Der Spiegel

    III.          Steve Menary (UK), Greek Tragedy - Josimar


ახალგაზრდა ფოტო რეპორტიორი - Anna Szilágyi (Hungary), Champion - EPA Images


ახალგაზრდა მაუწყებელი - Tracy Onchoke (Kenya), Stuck in Overtime: Karatu Stadium's Costly Delay - Africa Uncensored


ახალგაზრდა რეპორტიორი მწერალი - Anushe Engineer (Pakistan), It's all or nothing for Arshad Nadeem in Paris - Dawn Media Group


სპეციალური ჯილდო - საგამოძიებო ჟურნალისტიკა - ამ ნომინაციაში ჯილდო დაიმსახურა გუნდმა (Robert Schöffel, Simon Wörz, Ulrich Hagmann, Katharina Brunner, Sebastian Krause, Helga van Ooijen, Johanna Walter), რომლის ნამუშევარმაც გამოააშკარავა, თუ როგორ აგროვებდნენ არალეგალური ბეთინგ კომპანიების საქმიანობა, რომლებიც ფსონებს, სამოყვარულო ფეხბურთში აკეთებდნენ.


კიდევ ერთი, თუმცა, ერთი არა, რამდენიმე სპეციალური ჯილოდ, გაიცა AIPS-ის მთავარი ღირებულებების (ჯანსაღი გარემო, თავისუფალი პრესა, დისკრიმინაციის საწინააღმდეგო, გენდერული თანასწორობა, სპორტის ისტორია, კლიმატის ცვლილებები, ამბის თხრობა და ა.შ.) თემატიკაზე შექმნილი სტატიებისთვის.


და ბოლოს ალბათ, პრიზებზეც უნდა ვთქვათ, რომელიც AIPS-მა გამარჯვებულებისთვის გამოჰყო.  გამოცდილი კატეგორიის მედიისთვის საპრიზო ფონდი, ასე გადანაწილდა: გამარჯვებულებისთვის 8000-8000 აშშ დოლარს, 3000-3000 აშშ დოლარს მეორე  და 2000-2000 აშშ დოლარი მესამე ადგილებისთვის. რაც შეეხება ახალგაზრდა რეპორტიორებს, გამარჯვებულები, ასეთი კი, შეგახსენებთ, სამი იყო, AIPS-ისგან ტოპ სპორტულ ღონისძიებებზე დასასწრებად მიიღებენ დაფინასებას.


აღსანიშნავია, რომ მაროკო და უშუალოდ აფრიკა პირველად მასპინძლობს (AIPS), მას შემდეგ რაც ის პირველად 2019 წელს ლოზანაში გაიმართა. საუკეთესო სპორტული ჟურნალისტები 2020 წელს ბუდაპეშტში, 2021 წელს კოვიდი-პანდემიიდან გამომდინარე ვირტუალურად იტალიურ ვიგევანოში ჩატარდა, 2022 წელს რომში, 2023 წელს სეულში, 2024 წელს კი, ესპანურ სანტა სანსანაში.



ფოტო: © Aipsmedia.com