ეები სუპერთასი 2025 - მატჩების თარიღები ცნობილია
ეები სუპერთასი 2025 - მატჩების თარიღები ცნობილია
19.05.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია

სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერთასის 2025 წლის გათამაშების ნახევარფინალური მატჩები 26 და 27 ივნისს შედგება. 


გათამაშებაში საქართველოს სახელით ევროტურნირებზე გასული ოთხი გუნდი მონაწილეობს: მოქმედი ჩემპიონი იბერია 1999, დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი სპაერი და ეროვნული ლიგის 2024 წლის სეზონში მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები - ტორპედო ქუთაისი და გორის დილა


26 ივნისს, სუპერთასის ნახევარფინალში თბილისის იბერია 1999 - გორის დილას შეხვდება, ხოლო  27 ივნისს თბილისის სპაერი - ქუთაისის ტორპედოს უმასპინძლებს. ნახევარფინალში გამარჯვებულები ერთმანეთს ფინალში დაუპირისპირდებიან, ხოლო დამარცხებული გუნდები მესამე ადგილისთვის იბრძოლებენ.


  • 26 ივნისი / იბერია 1999 - დილა / დავით პეტრიაშვილი არენა / 20:00
  • 27 ივნისი / სპაერი - ტორპედო / დავით პეტრიაშვილი არენა / 20:00


მესამე ადგილისთვის მატჩი 1 ივლიის გაიმართება, ხოლო სუპერთასის ფინალური შეხვედრა 2 ივლისს შედგება.