
თორნიკე შენგელია
იტალიის ჩემპიონატში პლეი ოფი დაიწყო. თორნიკე შენგელიას ვირტუს ბოლონია, რომელმაც რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავა, მერვეზე გასულ ვენეციას ხვდება და სერიაში მოედნის უპირატესობასაც ფლობს. პირველ შეხვედრას ბოლონიამ უმასპინძლა, რომელსაც ვირტუსი კომფორტულად იგებდა, თუმცა ბოლო მეოთხედი 13 ქულით დათმო, რის გამოც საბოლოოდ, მხოლოდ 5 ქულის უპირატესობით, 90-85 გაიმარჯვა.
თორნიკე შენგელიამ პარკეტზე 18 წუთი გაატარა. ქართველი კალათბურთელი გუნდს 7 ქულით, 7 მოხსნით და 5 პასით დაეხმარა. თორნიკემ 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო ორი სამიანი ააცილა.
სერიაში ვირტუსი 1-0 დაწინაურდა. მეორე მატჩი ისევ ბოლონიაში გაიმართება 20 მაისს, ხოლო სერიის მესამე მატჩს უკვე 23 მაისს ვენეცია უმასპინძლებს.
გიორგი შერმადინი
გიორგი შერმადინის ტენერიფემ ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა. კანარის კუნძულელებმა სტუმრად, "ლეიდასთან" ითამაშეს და ბოლო პერიოდში გადატანილი ომის შემდეგ იმარჯვეს. დასკვნითი პერიოდის წინ მასპინძლები ქულით იგებდნენ. ლეიდა უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის და მოგება ჰაერივით სჭირდებოდა, მაგრამ ქართველი ცენტრის წინამძღოლობით ტენერიფემ ბოლო პერიოდი 33-20 მოიგო და შეხვედრაც სათავისო შედეგით დაასრულა 84-72 იმარჯვა.
ქართველმა ცენტრმა 32 წუთში 19 ქულა და 7 მოხსნა მიითვალა, რითაც თავის გუნდში საუკეთესო იყო. გიორგიმ 7-დან 5 ორქულიანი და 9-დან 9 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და როგორც გამარჯვებული გუნდის ლიდერი, MVP-ის ტიტული ერგო.
ტენერიფე 25 მოგებით და 7 წაგებით მეორე ადგილზეა, პლეი ოფშიც გასულია, ხოლო მომდევნო ტურში 25 მაისს, ვალენსიას უმასპინძლებს.
ბექა ბურჯანაძე
ბექა ბურჯანაძემ ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მიმდინარე სეზონის საუკეთესო და კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა. 32-ე ტურში ქართველი ფორვარდის ლეიმა კორუნამ ანდორას უმასპინძლა და 91-104 დამარცხდა. ლეიმა კორუნია უმაღლესი ლიგიდან უკვე გავარდნილია, გუნდმა დარჩენის შანსი რეგულარული ჩემპიონარის დასრულებამდე 4 ტურით ადრე დაკარგა. ბექა ბურჯანაძემ 25:57 წუთი ითამაშა და 21 ქულა, 7 მოხსნა და 3 პასი დააგროვა. ბექამ 9-დან 7 ორქულიანი, 3-დან ერთი სამქულიანი და 5-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. ბექა სარგებლიანობის ინდექსმა ორივე გუნდის შემადგენლობაში უმაღლეს ნიშნულს - 31-ს მიაღწია.
ლეიმა კორუნია 32 ტურში 7 მოგება და 25 მარცხი დაუგროვდა. ბექა ბურჯანაძის გუნდი 14 ქულით ბოლო ადგილზეა. ლეიმა კორუნია დარჩენილ ორ ტურში მურსიასა და ბასკონიას შეხვდება.
კამარ ბოლდუინი
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი, კამარ ბოლდუინი ტრავმის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ ბოლდუინი ესპანური კლუბის, ბასკონიას ღირსებას იცავს და ის ტრავმის გამო იძულებით უქმობდა. ესპანეთის ჩემპიონატის 32-ე ტურში ბოლდუინი მოედანს დაუბრუნდა. ბასკონიამ ბარსელონას უმასპინძლა და 110-98 დაამარცხა, ამ მატჩში კამარმა 15 წუთი ითამაშა
საქართველოს ნაკრების ნატურალიზებულმა კალათბურთელმა 4 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი დააგროვა. მან 4-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო.
ბასკონია 17 მოგებით და 15 წაგებით მერვე ადგილზეა, პლეი ოფში გასასვლელად იბრძვის და მომდევნო ტურში 24 მაისს, ბილბაოს უმასპინძლებს.





ჩვენ







