ცოტა იღბალი და შედეგი უკეთესი იქნებოდა
ცოტა იღბალი და შედეგი უკეთესი იქნებოდა
18.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს უნგრეთის ქალაქ სეგედში, მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპი დასრულდა. ქართული გუნდის ოთხი წარმომადგენლიდან, რომლებიც აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობდნენ დღეს, 28 წლის ქართველი ნიჩბოსანი ქალი მარიამ ქერდიკაშვილი ასპარეზობდა. შესარჩევი გაცურვების შემდეგ, მარიამმა კანოეში, 200 მ-ზე C1 კატეგორიაში, 1/2 ფინალში ასპარეზობის უფლება გუშინ მოიპოვა. დღეს კი, ასპარეზობა ჯგუფში მე-7 ადგილით (49.64 +1.68) დაასრულა.


მიუხედავად იმისა, რომ მარიამის შედეგი, საერთო ჯამში, მე-18 აღმოჩნდა, ქართველი FB (B ფინალის) მიღმა დარჩა. მოგეხსენებათ, ფინალურ ეტაპზე (ორივე ფინალში შესაბამისად), სამი 1/2 ფინალური გაცურვიდან 6-6 სპორტსმენი გავიდა (პირველი სამი ადგილი A ფინალში, ხოლო მომდევნო სამი ადგილი B ფინალში ). სამწუხაროდ, ნაჩვენები დროის მიუხედავად (იხილეთ კონკრეტული გაცურვის შედეგები), ქართველი ფინალს მიღმა დარჩა. მარიამი მეოთხე „ბილიკზე" ასპარეზობდა.


აქვე შეგახსენებთ რომ ჩვენი გუნდის კიდევ ერთი წარმომადგენელი გია გაბედავა 1 ადგილიანი კანოე (C1) 200მ -ზე ასპარეზობდა. ქართველმა B ფინალში იასპარეზა და 40.77 დროით პირველი ადგილი დაიკავა. ეს კი ნიშნავს, რომ გიორგიმ საერთო ჩათვლაში მე-10 ადგილით დაასრულა ასპარეზობა.



ტურნირზე, რომელიც  16 მაისიდან კიდევ ორმა ქართველმა იასპარეზა - ბადრი ყაველაშვილმა 1 ადგილიანი კაიაკში (K1) 200 მეტრი, B ფინალში იასპარეზა და მეოთხე ადგილი დაიკავა (36.67 / +0.48). ლევანი ტატუნაშვილმა (K1) 500 მ-ზე შესარჩევ გაცურვაში ბოლო ადგილი დაიკავა (2:17.22 /+36.00) და მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა.