UWW-მ რეიტინგები განაახლა - თავისუფლებიდან სამ წონაში ქართველები ლიდერობენ
UWW-მ რეიტინგები განაახლა - თავისუფლებიდან სამ წონაში ქართველები ლიდერობენ
16.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, რომელიც 7-13 აპრილს, სლოვაკეთში გაიმართა ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანებამ, რეიტინგები განაახლა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა „საქმეებით" დიდად ვერ დავიკვეხნით, სამაგიეროდ, თავისუფლები  მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის წინ, სამ წონით კატეგორიაში, რეიტინგის სათავეში მოქცნენ.


79 კგ წონით კატეგორიაში, მსოფლიოს ჩემპიონი ავთანდილ კენჭაძე, რომელსაც 45000 ქულა აქვს, კვლავინდებურად ინარჩუნებს ლიდერობას.


52500 ქულით, 92 კგ წონით კატეგორიაში, ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული მედლის შემდეგ, ლიდერობა დაიბრუნა მირიან მაისურაძემ, რომელმაც აბდულრაშიდ სადულაევს 7500 ქულით გადაასწრო.


ევროპის ჩემპიონატზე, ზედიზედ მესამე გამარჯვების შემდეგ, 97 კგ ქონით კატეგორიაში მოასპარეზე გივი მაჭარაშვილმა 48000 ქულა დააგროვა და მთელი 5000 ქულით გადაუსწრო ოლიმპიურ და მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, დაღესტნელ ახმედ მაგომედ ტაჟუდინოვს.


მათ გარდა რეიტინგში მეორე პოზიციას ინარჩუნებს გენო პეტრიაშვილი (125 კგ), ამავე წონაში ათეულში არის და მეცხრე ადგილს იკავებს სოლომონ მანაშვილი. 61 კგ-ში მეშვიდე ადგილზეა გიორგი ღონიაშვილი,  74 კგ-ში გიორგი ელბაქიძე მეათე პოზიციაზეა, 79 კგ წონით კატეგორიაში, რეიტინგის მეცხრე ნომერია ვლადიმერ გამყრელიძე. ტარიელ გაფრინდაშვილი კი, 86 კგ წონით კატეგორიაში მეთოთხმეტე ადგილს იკავებს.


და მაინც, კლასიკოსებიც რომ არ დაგვრჩნენ უყურადღებოთ, გეტყვით, ამ დროისთვის, თუ რომელი სპორტსმენი მოხვდა: 72 კგ წონით კატეგორიაში, მეოთხე პოზიციაზეა ოთარ აბულაძე, 82 კგ-ში მეორე ადგილზეა გელა ბოლქვაძე.