ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მალმოში იასპარაზებს
ხელბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მალმოში იასპარაზებს
15.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დანიაში, ხელბურთში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ხელბურთის ევროპული ფორუმის დასკვნით ეტაპზე, რომელიც 2026 წლის 15 იანვრიდან აიღებს სტარტს ჩვენი ნაკრები ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.  ფინალური ეტაპის პირველი ეტაპის თამაშები დანიაში, ნორვეგიასა და შვედეთში გაიმართება.

ტიტე კალანდაძის გუნდი, E ჯგუფში, შვედეთის, ხორვატიისა და ნიდერლანდების ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. ძველი და ნაცნობი მეტოქეები წინა ევროპის ჩემპიონატიდან, თუმცა, ერთი პატარა ცვლილებით - ამ ჯერზეც, ჯგუფში ბალკანური გუნდი ბოსნია და ჰერცეგოვინადან, ბალკანეთის სხვა წარმომადგენელმა, ხორვატიამ ჩაანაცვლა.  ქართველთა ნაკრები თამაშებს შვედეთში, ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გამართავს, რომელიც 2008 წლიდან ფუნქციონირებს და 12600 ქომაგზე არის გათვლილი. დეტალური განრიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი.



წილისყრამდე, ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციამ მონაწილე გუნდები კალათებში გადაანაწილა, რის შემდეგაც, საქართველოს ნაკრები მეოთხე კალათაში მოხვდა. შესაბამისად როდესაც კალათიდან ჩვენი გუნდი ბურთულა ამოიღეს, უკვე ცნობილი იყო ორი მეტოქე, ევროპის ხუთგზის (1994, 1998, 2000, 2002, 2022) ჩემპიონი შვედეთის ნაკრები და ხორვატია, ევროპის 2020 წლის ვიცე-ჩემპიონი. სულ ბოლოს, ჯგუფში ნიდერლანდები შემოგვიერთდნენ. ამ უკანასკნელს, ქართველები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ჩვენი გუნდისთვის სადებიუტო იყო, გახსნით შეხვედრაში შეხვდნენ და 5 ბურთის სხვაობით დამარცხდნენ.


დღევანდელი წილისყრის შედეგად შედგა ფინალური ეტაპის  ექვსი ჯგუფი, საიდანაც მომდევნო ეტაპზე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გააგრძელებს ასპარეზობას. ტურნირის დებულების თანახმად, მეორე ეტაპზე, ორი ექვსგუნდიანი ჯგუფი შეიქმნება. უკვე, ამის შემდგომ ეტაპზე, მეორე ჯგუფური ეტაპის პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები ნახევარფინალებში დაწყვილდებიან, მესამე ადგილოსნები კი, მეხუთე პოზიციის მფლობელის ვინაობას გაარკვევენ.