გერმანია და მიუნხენი საფეხბურთო ზეიმისთვის ემზადება
გერმანია და მიუნხენი საფეხბურთო ზეიმისთვის ემზადება
13.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ვიდრე ხვიჩა კვარაცხელია, თავის ფრანგულ პსჟ-თან ერთად, იტალიური სერია A-დან ნაცნობ კონკურენტს, მილანის „ინტერს" გერმანიაში, მიუნხენურ ალიანს არენაზე 31 მაისს დაუპირისპირდება, საზოგადოებრივი ტრანსპორტით 1 საათის სავალში, მიუნხენის ოლიმპიაპარკზე, ფეხბურთის მოყვარულთა, თუმცა, არა მხოლოდ მათი საფეხბურთო ზეიმი პიკში იქნება. ოთხდღიანი საფეხბურთო ფესტივალის დროს, ერთ დღეს, ამისთვის სებასტიან ინგროსსო და Swedish House Mafia Dj, იტალიურ „მაფიასთან" გამკლავებას შეეცდებიან. ბუნებრივია, ხუმრობა იქით იყო, მაგრამ უეფა-ს და ფინალის მასპინძელი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საფეხბურთო ზეიმი-ფესტივალი გერმანიაში 2025 წლის 29 მაისიდან დაიწყება და 1 ივნისამდე გაგრძელდება.


ოლიმპიაპარკში აღნიშნულ ფესტივალზე დასწრება შეეძლება ყველა მსურველს, რადგან უეფა-ს გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დასწრება თავისუფალია. ღია ცის ქვეშ თანამედროვე მუსიკა, ფეხბურთის სიყვარული და ბავარიული ლუდი, რომელიც „ბაიერნის" მიერ ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, ისედაც ბევრი დაილია და დაიღვარა, ამჯერადაც არ მოაკლდება ფესტივალზე მისულებს. თუმცა, დიდი ალბათობით, ლუდი „ფასიანი" იქნება, ასე რომ, სადღაც მაინც მოგიწევთ გადახდა.


ელექტრონული მუსიკის შოუ, რომელიც 30 მაისს, უეფა-ს ჩემპიონთა მატჩის წინა დღეს (როდესაც გუნდებს ალიანს არენაზე ბოლო ვარჯიშები და მატჩის წინა პრეს-კონფერენციები ექნებათ) ოლიმპიაპარკში, საგანგებოდ ამ თამაშისთვის იქნება მიძღვნილი, ადგილობრივი დროით, 20:00 საათიდან დაიწყება. 21:00 საათიდან კი, ფესტივალზე მისული გულშემატკივრებისთვის და მიუნხენელებისთვის, სებასტიან ინგროსსო, 90 წუთის მანძილზე დაუკრავს...


„მოხარული ვარ გავხდე ასეთი საფეხბურთო ზეიმის მონაწილე, ისევე როგორც იმ გარემოების, რომ ცოცხლად შემეძლება დავესწრო ჩემპიონთა ლიგის ფინალს. დიდი მადლობა Rockstar-ს ამ მოპატიჟებისთვის", - ამბობს სებასტიანი.


ორჯერ გრემის ნომინაციაზე წარდგენილი Swedish House Mafia-ს რეპერტუარში გაჟღერდება ცნობილი და საყვარელი კომპოზიციები EDM, Don't You Worry Child, Save The World, Reload, Leave The World Behind და სხვა.


საფეხბურთო ფესტივალის ოფიციალური პარტნიორი ენერგეტიკული სასმელი Rockstar Energy Drink არის, რომლის წყალობით, მიუნხენში თამაშისთვის ჩასულ გულშემატკივარს ცოცხლად შეეძლება პოპულარული შემსრულებლის მოსმენა. ეს არის უეფა-ს ჩემპიონთა ლიგისა და აღნიშნული ენერგეტიკული სასმელის სტრატეგიული პარტნიორობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აქვე გეტყვით, რომ PepsiCo და UC3 უეფას-ს ჩემპიონთა ლიგასთან თანამშრომლობა 2026-2027 წლების სეზონის ბოლომდე გააგრძელა. აღნიშნული თანამშრომლობა კი, 2015 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება.



სტატია მომზადებულია UEFA-ს მასალებზე დაყრდნობით