„დელტამ“ თსუ-ს შეუმცირა, იმერულ დერბიში „ქუთაისი 2010“ დაწინაურდა
„დელტამ“ თსუ-ს შეუმცირა, იმერულ დერბიში „ქუთაისი 2010“ დაწინაურდა
12.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ნახევარფინალური სერიის მესამე სათამაშო დღეა. სერიის პირველი ორი თამაშის შემდეგ, უკვე ნათელია, რომ დღევანდელი დღის შედეგებიდან გამომდინარეც, სერიის მესამე და მეოთხე თამაშები, ზესტაფონსა და გურჯაანში ჩატარდება. თუმცა, თუკი პირველი ორი სათამაშო დღის შემდეგ, ნათელი იყო, რომ იმერულ დერბიში მინიმუმ ოთხი შეხვედრა იყო საჭირო გამარჯვებულის გამოსავლენად, ვინაიდან, პირველი ორი სათამაშო დღის შემდეგ, „ქუთაისი 2010"-სა და ზესტაფონის „მარგვეთს" შორის საყაიმო ანგარიში გვქონდა 1-1, ბევრს, და რაღა დაგიმალოთ და ჩვენც, გვეგონა, რომ თსუ, გურჯაანშიც კი, მოახერხებდა სერიის სამ შეხვედრაში დასრულებას. თუმცა, ხალხი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო...


თსუ-მ, გურჯაანის სპორტის სასახლეში მხოლოდ, პირველ მეოთხედში მოახერხა მასპინძელთა ზეწოლისთვის გაეძლო და შეხვედრის პირველი მეოთხედი ფრედ, 16-16 ითამაშა. მეორე მეოთხედიდან კი,  ირაკლი ხოშტარიას გაწვრთნილმა გუნდმა, ნელ-ნელა ირწმუნა ძალების და მონაკვეთი მინიმალური სხვაობით, 18-17 მოიგო. „დელტამ", ნელ-ნელა გაზარდა უპირატესობა მომდევნო მეოთხედში, რომელიც უკვე 3 ქულით 15-12 მოიგო, შესაბამისად, დასკვნითი მონაკვეთის წინ 4 ქულით დაწინაურდა, თუმცა, ხოშტარიას გუნდს, კარგად ესმოდა, რომ ეს ის „მარაგი" არ იყო, რაც თამაშს მოაგებინებდა. მეოთხე მეოთხედის წინ ტაბლოზე 49-45 ენთო. ვიდრე უკანასკნელ მონაკვეთზე გეტყვით, ალბათ, ისიც უნდა ვთქვათ, რომ თსუ-მ რამდენჯერმე ერთ ქულამდე მოახერხა სხვაობის შემცირება თუმცა, მეტს ვერ შესწვდა. მეოთხე მეოთხედის დასაწყისშივე კი, გეგი ბაქრაძის 2-ქულიანით, „დელტამ" 6 ქულამდე გაზარდა სხვაობა, რომელსა დევონტრე ტომასმა უპასუხა ასევე ორქულიანით. 07:39 წუთზე, სკაილერ პოტერის ნახტომში შესრულებული 3-ქულიანის შემდეგ, მასპინძლებმა ოდნავ ამოისუნთქეს, რადგან ანგარიშ 60-52 გახდა დრო კი, ცოტა, რომელშიც ერთადერთი ამოცანა დაცვაში კარგი თამაში იყო. რაც რეალურად, „დელტამ მოახერხა, მეოთხედი 26-21, ხოლო თამაში, 75-66, 9 ქულით მოიგო. ახლა ამ გუნდების სერიაში, რომელშიც წინ კვლავ თსუ არის 1-2, როგორც უკვე გითხარით, კიდევ ერთი თამაში ჩაინიშნა და ის გურჯაანში გაიმართება. იმ შემთხვევაში, თუ თსუ მოიგებს, სტუდენტები ფინალის საგზურსაც მოიგებენ. „დელტას" გამარჯვების შემთხვევაში კი, მე-5, გადამწყვეტი თამაში თბილისში გაიმართება. დღევანდელ შეხვედრაში, ყველაზე შედეგიანი საბა ლობჟანიძე იყო 16 ქულით „დელტადან". 15 ქულა დააგროვა სტუმართა გუნდიდან დევონტრე ტომასმა.


მეორე ნახევარფინალური წყვილის შეხვედრა ზესტაფონის სპორტის სასახლეში გაიმართა. იმერული დერბის ორი ქუთაისური თამაშის შემდეგ, ნათელი იყო, რომ ამ წყვილში მარტივად არ იქნებოდა საქმე თუმცა, სერიის რიგით მესამე შეხვედრაში, ზესტაფონის „მარგვეთსა" და „ქუთაისი 2010" შორის, მოქმედი ჩემპიონის აქტიურობით დაიწყო და პირველი მონაკვეთიც სტუმართა გამარჯვებით, 17-22 დასრულდა. კოტე ტუღუშის გაწვრთნილმა გუნდმა მეორე მეოთხედიც მოიგო, 26-30 და დიდ შესვენებაზე 9 ქულიანი უპირატესობით, 43-52 გავიდა. პირველი ნახევრის შემდეგ, მასპინძელთა გუნდში, სანდრო სანაძე 10 ქულით საუკეთესო იყო, 11 ქულა ჰქონდა გიორგი კორსანტიას ქუთაისური გუნდიდან. მესამე მეოთხედში ზესტაფონმა მოახერხა ნელ-ნელა თამაშის სათავისოდ წარმართვა. რიგ მომენტებში წინაც გავიდა ანგარიშში, მოიგო მესამე მეოთხედიც 23-18 და ბოლო მეოთხედის წინ, ოთხქულიანი სხვაობაც როგორც თამაშის განვითარებამ აჩვენა სულაც არ ჩანდა მასპინძელთათვის დაუძლეველი. შეხვედრის დასრულებამდე 5 წუთით ადრე, მასპინძლებმა აკოლ მავეინისა და მელიკ მარტინის წყალობით, 3 ქულით დაწინაურებაც მოახერხეს, 83-80. თუმცა, მარქილ სმიტის სამქულიანით ქუთაისელებმა ანგარიში გაათანაბრეს 83-83, მალევე მიხეილ ბერიშვილის სამქულიანის შემდეგ კი, ერთი ქულითაც დაწინაურდნენ 85-86. ბერიშვილს მხარი, ბექა ბექაურმა და გიორგი კორსანტიამაც აუბეს და „ქუთაისმა" 5 ქულით მოახერხა წინ გაჭრა. შეხვედრის დასრულებამდე კი, 1 წუთი და 48 წამი რჩებოდა. 1:08 წუთით ადრე, მარქილ სმიტი ამ ნადავლს კიდევ ორ ქულას მატებს, თუმცა, დარჩენილ დროში, 5 ქულას აგროვებენ და სხვაობას შეხვედრის დასრულებამდე 40 წამით ადრე, ორ ქულამდე ამცირებენ, 90-92. დარჩენილ დროში კი, უფრო მყარი ნერვები სტუმრებს აღმოაჩნდათ, ორი წამით ადრე მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე, ამ შეხვედრაში ბოლო ქულა, კაკი დვალიშვილმა ჩააგდო, რომელმაც საერთო ჯამში ორმაგი დუბლით შეასრულა 10 ქულითა და 12 მოხსნით. „ქუთაისი 2010"-მა 90-93 მოიგო. ზესტაფონელთაგან, თუმცა, ორივე გუნდში, ყველაზე მეტი ქულა 30, აკოლ მავეინმა (11 მოხსნასთან ერთად) დააგროვა. მანვე, მასპინძელთაგან, ვახტანგ გაფრინდაშვილთან (13 ქულა, 11 მოხსნა) ერთად, ორმაგი დუბლიც შეასრულა. ქუთაისელთაგან კი, ყველაზე შედეგიანი 25 ქულით მიხეილ ბერიშვილი იყო, რომელმაც 13 მცდელობიდან 7-ჯერ ზუსტად ისროლა სამქულიანი, 100 %-იანი მაჩვენებელი ჰქონდა ორქულიანი და საჯარიმო მაჩვენებლითაც. 10 მოხსნა ჰქონდა გიორგი სულაბერიძეს. ხოლო, 20 ასისტი გიორგი ოჩხიკიძემ მიითვალა.


სერიაში, იმერულ დერბიში წინ, კვლავ „ქუთაისი 2010" გაიჭრა. ნახევარფინალური სერიის მომდევნო, მეოთხე შეხვედრა 14 მაისს გაიმართა. ამ დღეს, ფინალური საგზურის მოპოვებასთან ახლოს გურჯაანში, თსუ და ზესტაფონში, „ქუთაისი 2010" არიან.



ფოტო: მირიან ჩხეიძე