მხოლოდ ორი ბრინჯაო ასტანაში
მხოლოდ ორი ბრინჯაო ასტანაში
11.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

ერთი თვით ადრე ჯუდოში, მსოფლიო ჩემპიონატამდე, ასტანამ IJF-ის გრან სლემების სერიის მორიგ ტურს უმასპინძლა, რომელზეც საქართველო ახალგაზრდული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი და აქედან გამომდინარე, არც ორი ბრინჯაოს მედალი შეიძლება ჩაითვალოს ურიგო შედეგად, თუმცა, თუკი, რიგ შემთხვევაში ტურნირის მასპინძელი ქვეყნის სასარგებლოდ, მიკერძოებულ მსაჯობასაც გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მაგალითად დღეს, ირაკლი დემეტრაშვილს, რომელმაც 1/2 ფინალი მასპინძელთან წააგო და ბრინჯაოს მედლის გზას „გაუყენეს", მინიმუმ ვერცხლის მედალი ჰქონოდა გარანტირებული.


ასე თუ ისე, რაც არ გკლავს, გაძლიერებს და თუნდაც, უსამართლობის ფონზეც კი, უნდა მოძებნო ძალა და მარცხიც გაკვეთილად გამოიყენო. ყაზახეთში მოპოვებული მედლები კი, -81 კგ წონით კატეგორიაში ზაურ დვალაშვილსა და +100 კგ წონაში, საბა ინანეიშვილს ერგოთ.


ყაზახეთის გრან სლემზე ქართული გუნდი, ხუთ წონით კატეგორიაში შემდეგი, 9 ჯუდოკათი იყო წარმოდგენილი:


-60 კგ თორნიკე მაზიაშვილი

-73 კგ მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჩიხელიძე  

-81 კგ ირაკლი ბეროშვილი, ზაურ დვალაშვილი

-90 კგ სოსო ებილაშვილი, აკაკი ჯაფარიძე

+100 კგ  საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი


შეგახსენებთ, რომ ივნისში ჯუდოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა შემადგენლობით გაემგზავრება ბუდაპეშტში ქართველთა გუნდი. თუმცა, IJF-ის გვერდზე, სადაც უახლოესი დღეებიდან აისახება ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნებისა და ჯუდოკების შესახებ ინფორმაცია, ჩვენი გუნდის განაცხადიც გამოქვეყნდება.

 


ფოტო: © IJF