ერთად, საქართველოსთვის - ამჯერად, სლოვაკეთში
ერთად, საქართველოსთვის - ამჯერად, სლოვაკეთში
11.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ზუსტად ერთ თვეში, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გამართავს. რამაზ სვანაძის გაწვრთნილი გუნდი, სლოვაკეთის ქალაქ ჟილინაში, პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. თამაში, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და აღნიშულ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვაც ოფიციალურად დღეს დაიწყო. ბილეთის ფასი 40 ლარია მათი შეძენა კი, მითითებული ბმულით არის შესაძლებელ. უკვე შეძენილი ბილეთი, მის მფლობელს, თამაშამდე 3 დღით ადრე ელექტრონული ფოსტით მიიღებს.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფში პოლონეთის ნაკრების გარდა, საკმაოდ ძლიერ საფრანგეთისა და ბოლოს პორტუგალიის ახალგაზრდულ ნაკრებებს დაუპირისპირდება, რომელთაგან ამ უკანასკნელს, ევროპის 2023 წლის ჩემპიონატისას საქართველოსთან მათთვის უიღბლო თამაში ჯერ კიდევ ემახსოვრება და ყველანაირად შეეცდება რევანშის აღებას. პორტუგალიას, სვანაძის გუნდი, თბილისის დროით 20:00 საათზე, ტრენჩინის საფეხბურთო სტადიონზე 17 ივნისს შეხვედრა.


თუმცა, მანამდე, ჩვენები საფრანგეთს, 14 ივნისს,  თბილისის დროით 23:00 საათზე, ჟილინაში დაუპირისპირდებიან.


აღნიშნულ თამაშებზეც დასასწრები ბილეთების შეძენა ზევით მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ. ჩვენის მხრივ კი დავამატებთ, რომ ისე, როგორც 2024 წელს გერმანიაში, ამჯერადაც, ქართული გუნდის წარმატებისთვის, რომელიც რეალურად ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდია, ქართველი ქომაგის მხარდაჭერა სასიცოცხლოთ მნიშნელოვანია. ასე, რომ დავირაზმოთ და ერთად, ვუქომაგოთ ჩვენს ნაკრებს სლოვაკეთში.