გამშველებელს ბევრი „მოხვდა“, თსუ-ს კი, ფინალთან ერთი მოგება აშორებს...
გამშველებელს ბევრი „მოხვდა“, თსუ-ს კი, ფინალთან ერთი მოგება აშორებს...
10.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ქუთაისის სპორტის სასახლეში გუშინდელი სათამაშო დღის შემდეგ, იმერულ ნახევარფინალში ანგარიში გათანაბრდა. ქვეყნის მოქმედი ჩემპიონის „ქუთაისი 2010"-სა და ზესტაფონის „მარგვეთის" მეორე ნახევარფინალური შეხვედრა ზესტაფონელთა გამარჯვებით, 80-95 დასრულდა, თუმცა, მანამდე იყო, მცირე შეხლა-შემოხლა ქუთაისელებსა და სამსაჯო გუნდს შორის, გაძევებული გიორგი კორსანტია და ტექნიკური ჯარიმა მასპინძლებს, რომლებმაც, საბოლოოდ ამ უმნიშვნელოვანესი დაპირისპირების სურათი შეკრა. შეხვედრა კი, ქუთაისელთა მოგებული პირველი მეოთხედით დაიწყო. კოტე ტუღუშის შეგირდებმა 29-25 მოიგეს. თუმცა, მეორე 5 ქულით წააგეს, 23-25 და დიდ შესვენებაზე ერთი ქულით „ზარალში" 52-53 გავიდნენ.


მიმდინარე სერიაში, გამომდინარე ამ გუნდების პირველი დაპირისპირებიდან, რომელიც ქუთათურებმა, მხოლოდ 8 ქულით (108-100) მოიგეს, ირაკლი ძიძიგურის გაწვრთნილი გუნდიდან, იმერეთის საკალათბურთო სამყარო ბრძოლას ელოდა და ამაში, არც შემცდარა. „მარგვეთმა", მესამე მეოთხედი 15-18, ხოლო ბოლო მონაკვეთ, 13-24 დათმო. სწორედ, ეს მონაკვეთი გახდა, ზემოთხსენებული დაპირისპირების საბაბი. თუმცა, ასე თუ ისე, „მარგვეთმა" თამაში მოიგო, სერიაში გაათანაბრა და ახლა, მომდვენო ორი შეხვედრის მასპინძელი იქნება, 12 და 14 მაისს. აქვე გეტყვით, რომ თუკი, ეს ორი თამაშიც ფრედ, დასრულდა, მაშინ გამარჯვებულის გამოსავლენად კიდევ ერთი მატჩი დაინიშნება, თუმცა, მას უკვე ისევ, ქუთაისის სპორტის სასახლე უმასპინძლებს.


მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში კი, ორივე გუნდში ყველაზე მეტი, 24 ქულა აკოლ მავეინმა დააგროვა. მასზე ოდნავ ნალები ქულა 22 , თუმცა 11 მოხსნით დაასრულა შეხვედრა მელიქ მარტინმა.  20 ქულით და 10 მოხსნით დაასრულა შეხვედრა ვახტან გაფრინდაშვილმა, რომელზეც, რეალურად ამ შეხვედრაში გარდამტეხი როლი მოდის. 8-8 „ასისტი" ჩაიწერეს აქტივში მარგვეთელთაგან სანდრო სანაძემ, ქუთათურთაგან კი, გიორგი ოჩხიკიძემ. 10 მოხსნა ჰქონდა 5 ქულასთან ერთად ბექა ბექაურს „ქუთაისი 2010"-დან. მასპინძელ გუნდში კი, ყველაზე მეტი, 20 ქულა, გუნდის კაპიტნის, კაკი დვალიშვილის ანგარიშზეა.


იმერული დებრისგან განსხვავებით, ე.წ. აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარფინალი სერიაში, თსუ-უ 2-0 დაწინაურდა. მეორე თბილისურ შეხვედრაში, რომელიც მცირე იძულებითი პაუზის შემდეგ კვლავ თბილისი არენაზე (ამ დარბაზმა ხელბურთში ევროშესარჩევს უმასპინძლა 8 მაისს) ჩატარდა, თსუ-სა და გურჯაანის „დელტას" შორის 88-74 დასრულდა მასპინძელთა გამარჯვებით. ლექსო ლაფანაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი მეოთხედი 7 ქულით, 30-23 მოიგო, მეორეში, რომელიც საკმაოდ დაბალშედეგიანი მონაკვეთი გამოდგა, 10 ქულით მოგება მოახერხა, 16-6 და დიდ შესვენებაზეც, კომფორტული 17-ქულიანი სხვაობით 46-29 გავიდა. ამით კი, სერიის მოსაგები დასკვნითი მატჩის წინ, რომელიც 12 მაისს გურჯაანში არის ჩანიშნული, სერიის მეორე მატჩის მეორე ტაიმში, გუნდს ძალების შენარჩუნების საშუალება მისცა. დარჩენილ დროში, „სტუდენტებმა" კი წააგეს ორივე მეოთხედი (20-21, 22-24) თუმცა, ამით არც თამაშის სურათი შეიცვალა და რაც მთავარია არც, ანგარიში. თბილისელთაგან 23 ქულით საუკეთესო ალექსანდრე ფევაძე იყო. სტუმართაგან ჯორდან სვოპშირი, 20 ქულით. ორივე გუნდში, ყველაზე მეტი 8 მოხსნა, გურჯაანელთა ცენტრის გეგი ბაქრაძის ანგარიშზე მოდის.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სერიაში, ფინალის საგზურს ის გუნდი მოიპოვებს, ვინც სამ შეხვედრას მოიგებს. ნახევარფინალური სერიის მესამე სათამაშო დღე კი, ორშაბათი, 12 მაისია.


ფოტო: მირიან ჩხეიძე