
სამშაბათს, კატარში, კალათბურთში მსოფლიოს 2027 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. თუმცა, მანამდე ფიბა-მ კონტინენტების მიხედვით, ქვეყნების მსოფლიო რეიტინგის მიხედვით კალათებში გადაანაწილა. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მსოფლიო რეიტინგში 24, ევროპულში კი მე-14 ადგილზეა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია ჩვენი გუნდის ისტორიაში, განთესილთაგან, მე-2 კალათში მოხვდა, იტალიის, მონტენეგროს, ჩეხეთის, პოლონეთის, ფინეთის, თურქეთის ნაკრებები, ბუნებრივია საქართველოსთან ერთად. ამ შვიდ გუნდს დაემატება კიდევ ერთი, დანიის, ხორვატიისა და შვეიცარიის წინა საკვალიფიკაციო ეტაპში გამარჯვებული გუნდი.
თავის მხრივ მე-2 კალათის გუნდები ორ დამოუკიდებელ კალათში გადანაწილდა, ამ მხრივ ჩვენი ნაკრები მე-4 კალათში მოხვდა ფინეთის, თურქეთისა და ზემოთხსენებულ აგვისტოში გასამართ ტურნირში გამარჯვებულ ნაკრებთან ერთად. წილისყრის მიხედვით, საქართველოს ნაკრების A, C, E და G ჯგუფში გადანაწილდება და ჩვენი სავარაუდო მეტოქეები 1, 5 და 8 კალათიდან ამოვა. ასე შედგება 8 ჯგუფი, საიდანაც მომდევნო ეტაპზე ასპარეზობას ჯგუფში სამ-სამი საუკეთესო შედეგის მქონე ნაკრები გადავა მომდევნო საკვალიფიკაციო ეტაპზე. აქ თავის მხრივ, I, J, K და L ჯგუფები შედგება. თუმცა, ამ ეტაპამდე, არის პირველი მნიშვნელოვანი ფაზა, ამიტომ ჯერ წილისყრას დაველოდოთ.
კიდევ ერთხელ დავაკონკრეტებთ, მომავალი წილისყრისას, ევროპულ ზონაში გუნდები შემდეგი პრინციპით გადანაწილდნენ - 24 ნაკრები, რომლებიც მონაწილეობენ ევრობასკეტი 2025-ზე. მათ კი, დაემატებიან 2025 წლის აგვისტოში წინა-საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე ნაკრებებიდან (ხორვატია, უკრაინა, უნგრეთი, ბულგარეთი, ჰოლანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, დანია, სლოვაკეთი, ნორვეგია, ავსტრია, რუმინეთი და შვეიცარია), 8 საუკეთესო გუნდი. საერთო კვოტა, ჩვენი კონტინენტისთვის ამ სახით, 32 ნაკრებს შეადგენს.
სწორედ, ეს 32 ნაკრები, პირველ ეტაპზე 13 მაისის წილისყრის შედეგების მიხედვით, ჩაატარებს 6-6 შეხვედრას 3 სათამაშო ფანჯარაში, რომლებიც, 2025 წლის ნოემბრიდან, 2026 წლის ივლისის ჩათვლით არის გაწერილი. უკვე ამ ეტაპის შემდეგ, მეორე შესარჩევ ეტაპზე, უკვე 6-გუნდიან ჯგუფებში, გამოვლინდება მსოფლიოს ჩემპიონატის 12 საუკეთესო ნაკრები ევროპიდან, ჯგუფიდან 3-3 საუკეთესო. გათამაშების ეს ეტაპი კი, 2026 წლის აგვისტოს აიღებს სტარტს და 2027 წლის თებერვალში დასრულდება.
შეგახსენებთ რომ 2027 წელს კალათბურთის მსოფლიო ჩემპიონატს კატარში, დოჰაში ჩატარდება. საქართველო კალათბურთის ნაკრებს, სადებიუტო მსოფლიო ჩემპიონატი 2023 წელს ჰქონდა და მაშინ, ჩვენმა გუნდმა, 16 საუკეთესოს შორისაც მოხერხა მოხვედრა.