მოზეიმეები და უახლოესი შანსები
მოზეიმეები და უახლოესი შანსები
06.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

ვიდრე ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში საკლუბო საფეხბურთო სეზონები დასრულდება, კიდევ ერთხელ გადავხედოთ ქართული ლეგიონის ნაწილი მონაგარს, რომელსაც მათ 2024-2025 წლების საფეხბურთო სეზონზე მიაღწიეს.


დავიწყოთ ხვიჩა კვარაცხელიათი, რომელიც რამდენიმე ტურია საფრანგეთის ჩემპიონის რანგში ატარებს თამაშებს და ახლოს არის ერთდროულად, ორი ქვეყნის ჩემპიონობაც იზეიმოს, რადგან თავის მხრივ, მეორე ჩემპიონობამდე, 3 ტური აშორებს, იტალიურ „ნაპოლის" რომელსაც სერია A-ში 77 ქულა აქვს, სამი ქულით უსწრებს „ინტერს" და ჩემპიონობის გასაფორმებლად, სატურნირო ცხრილის ქვედა წელში მყოფ გუნდებთან დაგროვილი 7 ქულაც აძლევს ხელს. ალბათ, აქ, ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მიმდინარე წელს, „კვარას" და „ინტერის" გზებიც შესაძლოა გადაიკვეთოს, თუკი, ქართველის პსჟ და იტალიური კლუბი, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოახერხებენ გასვლას. აქ, თუ შორეულ პერსპექტივას გავხედავთ და ცოტას გავთამამდებით კიდევაც, რატომაც არა, დაე, საჩემპიონო დუბლთან ერთად, „კვარამ" ლიგაც მოიგოს.


ვიდრე, ეს მოხდება, ზედიზედ მეოთხედ სლოვაკეთის ჩემპიონობას გურამ კაშია ზეიმობს. საქართველოს ეროვნული ნაკრები კაპიტანი და ჩვენი ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისის „სლოვანმა" ჩემპიონობა ორი ტურით ადრე გაიფორმა.


ავსტრიის თასის მფლობელი გახდა სანდრო ალთუნაშვილი „ვოლფსბერგერი". ქართველის გუნდმა ფინალში „ჰარტბერგი" 1-0 დაამარცხა. სანდრო, განაცხადში იყო, თუმცა ქართველს ეს შეხვედრა არ უთამაშია. რაც შეეხება ჩემპიონატს, ავსტრიულ ბუნდესლიგაში, ალთუნაშვილის გუნდი გასავარდნ ჯგუფშია, თუმცა, დარჩენილ თამაშებში საფიქრალი მხოლოდ ის აქვს, თუ როგორ მოხვდეს, უეფა-ს კონფერენს ლიგის გათამაშებაზე.


ავსტრიის ბუნდესლიგაში, ჩემპიონობისთვის იბრძვის, ქართული თანამედროვე ფეხბურთის „ფუტკარის", ოთარ კიტეიშვილის გრაცის „შტურმი". ქართველის, რომელიც 29-ე ტურში გამარჯვების გოლი გაიტანა, ამასთან ტურის სიმბოლურშიც მოხვდა, გუნდს ამ ეტაპზე ბუნდესლიგის ჩემპიონშიფში ყველაზე მეტი 36 ქულა აქვს და გათამაშების დასრულებამდე დარჩენილ სამ ტურში მინიმუმ შვიდ ქულასთან ერთად, ჩემპიონობასაც იზეიმებს.  


ამ მომენტისთვის მოკლედ, თუ ვინ ზეიმობს და ვის, რა შანსი აქვს...