სეულის გრან-პრიზე ასპარეზობა სანდრო ბაზაძემ მესამე ადგილით დაასრულა
სეულის გრან-პრიზე ასპარეზობა სანდრო ბაზაძემ მესამე ადგილით დაასრულა
04.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

სეულში მიმდინარე გრან-პრიზე, წარმატებით იასპარეზა ქართველმა ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე, რომელიც საბოლოოდ ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა. თუმცა, ქართველისთვის დღე, საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა და შეიძლება ტურნირის გამარჯვებულის წოდება, ამ ჯერზე ვერ მოიპოვა, მაგრამ გრან პრის მთავარი ფავორიტი, სწორედ, ქართველმა დაამარცხა.


ალბათ, პირველ რიგში მასპინძლებისთვის მოულოდნელად, ბაზაძემ, მეოთხედფინალიდან  ოლიმპიური ჩემპიონი და რეიტინგის N1 მოფარიკავე, კორეელი სან გუკ ოჰი ჩამოიშორა. ქართველმა, 11-15 გაიმარჯვა და 1/2 ფინალში გავიდა. თუმცა, ნახევარფინალამდე მსვლელობა ქართველმა, შეიძლება ითქვას, „რევანშით" დაიწყო, რომელიც ერთი დღით ადრე თავის ძმის, ბექა ბაზაძის დამმარცხებელ (14-15) უზბეგ მუსა აიმურატოვთან  T64-ში აიღო, დამაჯერებელი ანგარიშით 15-9.


უკვე ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველმა ტურნირის მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ჰიუგო ჰოს 15-11 მოიგო  და ნახევაფრინალში გასასვლელად, ტურნირამდე, შესაძლოა გამარჯვებულადაც მიჩნეულ სან გუკ ოჰის „გადაეყარა".


თუმცა, 1/2 ფინალში, ჩვენებური  უნგრელი კრიშტიან რაბისთან 15-10 დაამარცხდა. საბოლოოდ, რაბიმ სეულის გრან-პრი მოიგო. სანდრო კი, ამ ჯერზე, მესამე ადგილს დასჯერდა.



ფოტო: FIE - International Fencing Federation