სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტი ზესტაფონის „მარგვეთია“
სუპერლიგის ბოლო ნახევარფინალისტი ზესტაფონის „მარგვეთია“
03.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის ყველა ნახევარფინალისტი ცნობილია. ბოლო, მეოთხე საგზური ზესტაფონის „მარგვეთს" ერგო, რომელმაც სერიის მეხუთე შეხვედრა მოიგო და გორის „ივერიონი" ხუთი დაპირისპირების შემდეგ, 2-3 დაამარცხა.


საკმაოდ დაძაბულ სერიაში, ორივე გუნდმა საშინაო კედლებში თითო თამაში წააგო. შესაძლოა, ამიტომაც, გადამწყვეტ მეხუთე მატჩში, სახლის კედლების „უპირატესობა" მხოლოდ, ფურცელზე იყო აქტუალური. ამ მეოთხედფინალური წყვილის გადამწყვეტ თამაშში, ორივე გუნდმა ორ-ორი მეოთხედი მოიგო, თუმცა, ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით, მონაკვეთები, რომლებმაც ზოგადად მატჩის მსვლელობაში ამინდი შექმნა პირველი და ბოლო, მეოთხე მეოთხედები იყო, რომლებიც სტუმრებმა, „მარგვეთის" კალათბურთელებმა მოიგეს 24-28 და 17-25. ზოგადად თამაში საინტერესოდ წარიმართა, სტუმართა წარმატებული პირველი მონაკვეთის შემდეგ, მეორე მეოთხედი „ივერიონმა" 26-20 მოიგო და პირველი ტაიმის შემდეგ, დიდ შესვენებაზე ორი ქულის სხვაობით, 50-48 გავიდა. მესამე მეოთხედის შემდეგაც, რომელიც ასევე, მასპინძლებმა მოიგეს, წინ „ივერიონი" იყო - მეოთხედი 21-19 მოიგო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ, მცირე, მაგრამ 4 ქულიანი უპირატესობა ჰქონდა. გადამწყვეტი მეოთხედი, მასპინძლებმა აქტიურად დაიწეს და ანგარიშშიც მოახერხეს უპირატესობის გაზრდა, სხვაობამ 10 ქულაც შეადგინა. თუმცა, მატჩის დასრულებამდე, მატჩის დასრულებამდე 2'21'' წუთით ადრე, ვახტანგ გაფრინდაშვილმა ლეიაფით 2 ქულით სტუმრები დააწინაურა 83-84. ეს, წესით, გორელებისთვის ნიშანი უნდა ყოფილიყო, თუმცა, მაქსიმუმი რაც მათ მოახერხეს, ორჯერ გაათანაბრეს დარჩენილ დროში ანგარიში. ბოლოს ეს, 1'33'' წუთით ადრე, მიხეილ უგრეხელიძემ მოახერხა, 88-88. ამის შემდეგ, ბოლო დაგროვილი ქულები „მარგვეთზე" მოდის. ვახტანგ გაფრინდაშვილის მიერ პერიმეტრიდან ნასროლ ზუსტ სამქულიანს, ქრისტიან ჯონსის ორიდან ერთი ზუსტად ჩაგდებული საჯარიმო დაემატა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა 88-92.


გამარჯვებული გუნდიდან ყველაზე შედეგიანი 25 ქულით, 8 მოხსნით ვახტანგ გაფრინდაშვილი იყო. თუმცა, მასზე ერთი ქულით მეტი, გორელმა ლეგიონერმა ჯეი პალიმ დააგროვა 26 ქულა. მანვე მოახერხა ორმაგი დუბლის შესრულება, რამეთუ 17 მოხსნა გააკეთა და მარგი ქმედების კოეფიციენტითაც (34%) საუკეთესო იყო ორივე გუნდში.


ასეა თუ ისე, 1/2 ფინალში არა გორის „ივერიონი", არამედ, ზესტაფონის „მარგვეთი" გავიდა და სუპერლიგის ფინალში მოსახვედრად, იმერულ დერბიში, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს, „ქუთაისი 2010"- დაუპირისპირდება.


შეგახსენებთ, რომ 1/2 ფინალურ სერიებში გასამარჯვებლად და შესაბამისად, ფინალში გასასვლელად, გუნდებმა სერიაში სამი თამაში უნდა მოიგონ.


აქვე შეგახსენებთ, რომ მეორე 1/2 ფინალში თსუ, გურჯაანის "დელტას" დაუპირისპირდება. ორივე ნახევარფინალური წყვილის სერია კი, 7 მაისიდან დაიწყება.