სანდრო ბაზაძე ხვალ იწყებს, ბექას კი, ძირითად ბადემდე ცოტა დააკლდა
სანდრო ბაზაძე ხვალ იწყებს, ბექას კი, ძირითად ბადემდე ცოტა დააკლდა
03.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

მეორე დღეა სამხრეთ კორეაში, ხმლით მოფარიკავე სენიორებს შორის გრან პრი მიმდინარეობს. სეულში მიმდინარე ტურნირზე, რომელშიც 36 ქვეყნის 200-მდე მოფარიკავე მონაწილეობ, საქართველო ორი სპორტსმენით სანდრო ბაზაძე და ბექა ბაზაძეებით არის წარმოდგენილი. თავშივე გეტყვით, რომ სანდრო ბაზაძე განთესილ სპორტსმენებს შორის მე-8 ნომრად არის ტურნირზე მიჩნეული.


რაც შეეხება მის ძმას, ბექა ბაზაძეს, ქართველმა ასპარეზობა დღეს დაიწყო და ბადეში 5 დუელის მოგება მოახერხა. თუმცა, მოგვიანებით უზბეკ მუსა აიმურატოვთან 15-14 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ სანდრო ბაზაძე ბრძოლებში T64-დან, 4 მაისიდან ჩაერთვება და კარგი შანსი ეძლევა ძმის მარცხის გამო რევანშის აღების, ვინაიდან მისი პირველი მეტოქე, სწორედ მუსა აიმურატოვი იქნება.



ფოტო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია