
წარმატებული გამოდგა ქართველი საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრების ასპარეზობა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში, რომელიც ახალ ზელანდიაში ჩატარდა. ჩვენმა ნაკრებმა მეორე დივიზიონის B ჯგუფიდან A-ში გადასასვლელად ყველა შეხვედრა მოიგო და მომავალი ციკლიდან უკვე ერთი ჯგუფში ზედა ეშელონში იასპარეზებს.
მიუხედავად იმისა, რომ ქართული რეალობისთვის ყინული და მასთან დაკავშირებული სპორტის სახეობები „ახალი ხილია", მთაგორიან ქვეყანაში, სადაც ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში და ნელ-ნელა ამ მიმართულებით ვითარება სწორდება, სრულიად მიმზიდველი ხდება სპორტის ზამთრის სახეობების ყინულის დარბაზებთან დაკავშირებული სპორტის სახეობების პოპულარიზაცია. ერთი საინტერესო დეტალი, როდესაც გაიძახიან „ჩვენი არაა", როგორც სპორტის სახეობა, ასევე ქართული დროშის ქვეშ მოასპარეზე სახელები. თუკი, სპორტულ რუკას გადავხედავთ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ასპარეზობენ, ხშირად სხვა ქვეყანაში დაბადებული, თუმცა, გენეტიკურად, კონკრეტულ ქვეყანასთან კავშირში მყოფი სპორტსმენები. ახლა, ამ თემას არ ჩავუღრმავდებით, აქ უბრალოდ, ოდნავ დაგასპოილერებთ და გეტყვით, რომ საქართველოში იგეგმება საკლუბო დონეზე, ჰოკეის პოპულარიზაციის მიზნით, საჩვენებელი თამაშებისთვის მაღალი კლასის კლუბების ჩამოყვანა. თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ მოსაზრების დონეზეა და ვფიქრობთ, აუცილებლად მოახერხებენ მის განხორცილებას. ერთია კიდევ, ყველა ფეხბურთელი ვერ გამოვა, ვერც მორაგბე, ხელბუთელი და ვერც კალათბურთელი. ამიტომ, გუნდურ სახეობებში, თუ ქართველი ბავშვები ამ საკმაოდ აზარტული და სანახაობრივი სპორტის სახეობით დაინტერესდებიან, მათთვისაც და ჩვენთვისაც, კარგი გამოწვევა იქნება.
მანამდე კი, საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლო მატჩში, ტაილანდი, დიდი ანგარიშით 15-1 დაამარცხა. ეს იყო ჯგუფის ბოლო შეხვედრა, რომლის შემდეგაც, 5-დან 5 გამარჯვებით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეხვედრამდე, ჩვენმა გუნდმა სძლია ისლანდიას 4-0, დაამარცხა ტურნირის მასპინძელი ახალი ზელანდია 5-0, დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ბულგარეთს, 8-7, ცოტა ამოისუნთქა ჩინეთის ტაიპეის ნაკრებთან და მხოლოდ 2 გოლის სხვაობით, 3-1 გაიმარჯვა. დღეს კი, ტაილანდი დიდი ანგარიშით 15-1 დაამარცხა.