მარია ალავიძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მარია ალავიძემ მსოფლიო თასზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
03.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

18 წლის ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მარია ალავიძემ, რომელიც ბოლო წლებია სტაბილურად ასპარეზობს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირზე, მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე ვერცხლის მედალი მოიგო.


კანადაში, 1-3 მაისს მიმდინარე მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე, ქართველმა „სინქრონულმა მოცურავემ"  დღეს თავისუფალი სოლო პროგრამა შეასრულა, 200,7612 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გავიდა. მარიას ეს წარმატება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად დაფიქსირდა.


ამავე ტურნირზე ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ კიდევ ერთ დისციპლინაში სოლო ტექნიკურშიც იასპარეზა, თუმცა, იქ 220.8733 ქულით მე-9 ადგილს დასჯერდა.


აქვე შეგახსენებთ, რომ ალავიძემ, ერთი თვით ადრე მსოფლიო თასის მეორე ეტაპზე თავისუფალი სოლო პროგრამაში მე-4 ადგილი დაიკავა. კანადაში სოლო პროგრამაში დასრულებული ასპარეზობის შემდეგ კი, 18 წლის ქართველი მსოფლიო რეიტინგის ლიდერია.

 



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია