
საქართველოს 19-წლამდეთა ნაკრების სამწვრთნელო შტაბში ცვლილებაა. დღეს, სფფ-ს სანაკრებო გვერდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე 19-ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლაშა ფირცხალაიშვილმა პოსტი დატოვა.
ერთ-ერთი ასაკობრივი გუნდის ახალგაზრდა ქართველი მწვრთნელი, ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2021 წლის სექტემბრიდან მუშაობდა. მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდე ნაკრებმა, 2022-24 წლებში, ევროპის ჩემპიონატის ორი საკვალიფიკაციო რაუნდი ითამაშა. ხოლო 2025 წლის მარტში, ელიტ რაუნდში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თბილისში გაიმართა.
ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ ვინ შეცვლის ფირცხალაიშვილს. თუმცა, არაა გამორიცხული, უეფა-ს მიერ უკვე გაწერილი ასაკობრივი გუნდების კალენდრის გამო, ასაკობრივ ნაკრებებში მარტივი როტაცია განხორციელდეს, ხოლო გამონთავისუფლებული მწვრთნელის ვაკანტური ადგილი კი, ახლით შეივსოს, მუშაობას 18-წლამდე ნაკრებიდან შეუდგეს. საქართველოს 18-წლამდე ნაკრებს, უკვე ახალი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, 2025 წლის დეკემბერში დაგეგმილ წილისყრას დაელოდება და უკვე 2026 წლის თებერვალ-ივნისში, ახალ, შესარჩევ ციკლში დაიწყებს ასპარეზობას.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის დეკემბერში, უეფა-ში გამართული წილისყრის შედმეგ, გაირკვა საქართველოს 18-წლამდე ასაკობრივი ნაკრების მეტოქეებიც, რომლებიც 2025 წლის ნოემბერიდან ევროპის 2026 წლის 19-წლამდე ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში დაიწყებენ ასპარეზობას და მათი მეტოქეები სერბეთის, გიბრალტარისა და ხორვატიის ნაკრებები იქნებიან. აღნიშნულ გუნდს, რომელსაც ვასილ მაისურაძე წვრთნის, ასპარეზობა ხორვატიაში მოუწევს.