
საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის პირველი ნახევარფინალისტი „ქუთაისი 2010" არის. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა 1/4 ფინალური ფლეი-ოფის სერიის მეოთხე შეხვედრა 11 ქულიანი სხვაობით, 71-82 მოიგო და ახლა, მშვიდად ელოდება მეწყვილეს გათამაშების მომდევნო ეტაპზე.
რა დასამალია და იმერული კლუბისგან, რომელიც სერიის პირველი ორი სათამაშო დღის შემდეგ, ანგარიშში 2-0-ს იგებდა, ალბათ, უფრო სერიის მოგებას „ბათუმთან", მესამე შეხვედრაში ელოდა, თუმცა, ბათუმის სპორტის სასახლეში, სერიის მესამე შეხვედრაში, სტუმრებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადა და ის შეხვედრა, მოიგო კიდეც. თამაშის დაძაბულობაზე ისიც მეტყველებს, რომ მატჩის განმავლობაში, ანგარიში 5-ჯერ გათანაბრდა (ძირითადად, პირველი მეოთხედის დროს და ანგარიშიც 9-ჯერ შეიცვალა). შესაბამისად, ორი დღის წინანდელი მატჩის მსგავსად, დღესაც, ამ წყვილის მეოთხე შეხვედრაში, პირველ მეოთხედში აჭარული კლუბი შეეცადა სერიის გადარჩენას. ანგარიშშიც დაწინაურდა, თუმცა, კოტე ტუღუშის შეგირდებმა, მეოთხედი 17-18 მოიგეს. მეორე მეოთხედიდან კი, ნელ-ნელა უპირატესობის გაზრდაც დაიწყეს, ჯერ 19-24 მოიგეს, მესამე მეოთხედში 15-17 და დიდი შესვენების წინ, 8 ქულით (51-59) დაწინაურდნენ. ბუნებრივია, მასპინძლები შეეცადნენ მატჩის გადარჩენას თუმცა, იმერულმა კლუბმა, მოახერხა ბოლო მეოთხედის მოგებაც, 20-23 და საბოლოოდ, შეხვედრაშიც გაიმარჯვა. გამარჯვებული გუნდიდან, ყველაზე მეტი 19 ქულა, მარქილ სმიტის ანგარიშზეა, 9 მოხსნა გააკეთა ბექა ბექაურმა. ბათუმელთაგან კი, საუკეთესო ჯექსონ ბრენჩლი იყო 16 ქულით.
3 მაისს, გორში გაირკვევა „ივერიონისა" და „მარგვეთის" წყვილის გამარჯვებული. ამ გუნდების დაპირისპირებაში დღეს, სერიაში ანგარიში გათანაბრდა და 2-2 არის. საკმაოდ დაძაბულ ორთაბრძოლაში, რომელშიც ანგარიში ოთხჯერ გათანაბრდა და ლიდერი ხუთჯერ შეიცვალა, მასპინძელმა იმერულმა კლუბმა, სერიაში დასარჩენი მატჩი მხოლოდ, ორი ქულით, 97-95 მოიგო. თუმცა, თამაშის სცენარიდან გამომდინარე, მარგვეთელები, ალბათ, კარგად გრძნობენ, რომ გორში ურთულესი მატჩი ელით. დღეს კი, „მარგვეთმა" პირველი ორი მეოთხედი მოიგო, პირველი ერთი ქულით 21-20 და მეორე საკმაოდ სოლიდურად 35-19. თუმცა, სტუმრებმა, მეორე ტაიმში (19-25, 22-31) თამაშის გადასარჩენად ყველა ღონე იხმარეს. თამაშის ძირითადი დროის დასრულებამდე, 13 წამით ადრე, სტუმრებმა, ივანე მეგენეიშვილის 2 ქულიანით, ერთი ქულით წინ მოახერხეს გაჭრა 94-95. თუმცა, კალათბურთი, სპორტის იმ სახეობათა შორის არის, რომელშიც, თამაშის დატრიალება უკანასკნელ წამებშიც არის შესაძლებელი. მატჩის დასრულებამდე, სანდრო სანაძის 3-ქულიანმა, გამარჯვება მასპინძლებს მიუტანა, 97-95 და შესაბამისად, შანსი 1/2 ფინალში გასასვლელად.
აქვე შეგახსენებთ, რომ კიდევ ორი 1/4 ფინალური წყვილის სერიის მეოთხე სათამაშო დღე ხვალ არის ჩანიშნული.
ფოტო: მირიან ჩხეიძე / „ქუთაისი 2010"