დღეს ბათუმში ქალთა ლიგის გადადებული ტური ჩატარდა
დღეს ბათუმში ქალთა ლიგის გადადებული ტური ჩატარდა
30.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბათუმში, ქალთა ლიგის მეხუთე ტურის გადადებული შეხვედრა გაუმართა.  ბათუმის, ლეონიძის საფეხბურთო ცენტრში ადგილობრივმა „ბათუმმა", თბილისის „კვარტალს" უმასპინძლა და 1-2 დამარცხდა.


შეხვედრის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ორივე გუნდი ცდილობდა უპირატესობის მოპოვებას, რაც პირველი სტუმრებმა მოახერხეს. ანგარიში 30-ე წუთზე თინათინ ამბალიამ გახსნა, თუმცა, მალევე ბათუმელებმა გათანაბრება მოახერხეს. 35-ე წუთზე, საპასუხო გოლი თათია შაინიძემ  გაიტანა. ამ შეხვედრაში, გადამწყვეტი მეორე ტაიმის სტარტი გამოდგა, რა დროსაც „კვარტალმა" კიდევ ერთხელ მოახერხა დაწინაურება. 47-ე წუთზე ლიზი გოგოლაძის გატანილმა გოლმა, სტუმრები კვლავ, ერთი ბურთით გაიყვანა წინ. თბილისელებმა დარჩენილ დროში ანგარიშის შესანარჩუნებლად ითამაშეს, ბათუმელებმა კი, თამაშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს.


7 ტურის შემდეგ, გათამაშებას შეგახსენებთ, რომ ერთპიროვნულად, ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი „ლანჩხუთი" და „ნიკე-ლუსო" 19-19 ქულით ლიდერობენ. მესამე პოზიციაზე 18 ქულით არის ჩხოროწყუს „სამეგრელო". დღევანდელი გამარჯვების შემდეგ, თბილისის „კვარტალს" 15 ქულა აქვს და ცხრილში მეოთხე საფეხურზეა. რაც შეეხება „ბათუმს", ის 7 ქულით, მეშვიდე ადგილზეა (იხილეთ სატურნირო ცხრილი).


აქვე გეტყვით, რომ ქალთა ლიგის მე-8 ტური 4 მაისს არის ჩანიშნული, ცენტრალური შეხვედრაში კი, ერთმანეთს „ლანჩხუთი" და „სამეგრელო" დაუპირისპირდებიან.



ქსკ „ბათუმის" ფოტო-არქივი