
ჩინეთში, ქალაქ ტაიანში, პარატაეკვონდოში, G3-ის კატეგორიის საერთაშორისო ტურნირი - 2025 WT President's Cup-ი გაიმართა, რომელშიც საქართველოს პარატაეკვონდოს ეროვნულმა ნაკრებმა იასპარეზა და საკმაოდ, წარმატებულადაც, ქართულმა გუნდმა ორი მედალი მოიგო.
-52 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ანა ჯაფაერიძეს კარგი შანის ჰქონდა ტურნირი მოეგო, თუმცა, ქართველი ფინალში დამარცხდა და მხოლოდ ვერცხლის მედალს და ვიცე-ჩემპიონის სტატუსს დასჯერდა. -47 კგ წონით კატეგორიაში, ბრინჯაოს მედალი ლია ჩაჩიბაიამ მოიგო.
ამავე ტურნირზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრ ლაშა ტყემალაძეს „WT - პრეზიდენტის თასის" საუკეთესო მოჩხუბრის ტიტული მიენიჭა.
ქართველი პარასპორტსმენები, მთავარი მწვრთნელის, შოთა გოჩიაშვილის ხელმძღვანელობით, შეჯიბრებაზე შემდეგი შემადგენლობით იმყოფებოდნენ:
-47 კგ ლია ჩაჩიბაია
-52 კგ ანა ჯაფარიძე
-58 კგ ნატა ოჩიგავა
-70 კგ გიორგი ნიკოლაძე
-80 კგ ლაშა ტყემალაძე
ფოტო: საქართველოს პარალიმპიური კომიტეტი