
კადეტებმა 11, ჭაბუკებმა 7, ახალგაზრდებმა 6 და კიდევ სენიორების 13 მედალი, საერთო ჯამში კი, 37 - ეს არის ქართველი სამბისტების საერთო მონაგარი კვიპროსზე დასრულებული ევროპის ჩემპიონატიდან.
ლიმასოლში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სენიორთა შორის მოგებულ 13 მედალას შორის, ორი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და შვიდი ბრინჯაოსი მედალია. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქართული სამბოს ისტორიაში პირველად მოხდა.
ევროპის 2025 წლის ჩემპიონები გახდნენ ნინო ოძელაშვილი (72 კგ) და ავთო მუკბანიანი (64 კგ). სხვათა შორის ეს ქართველი სამბისტი გოგონას ჰეთ-თრიკია. ოძელაშვილი ევროპის ჩემპიონი მესამედ გახდა!
ევროპის ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ ვახტანგ ჩიდრაშვილი (58 კგ), რაულ თუთარაული (71 კგ), გიორგი ეგნატაშვილი (88 კგ) და ირაკლი ტალახაძე (64 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი ომარ ნიაზაშვილი (79 კგ), ელენე ქებაძე (+80 კგ), მიშიკო ნოზაძე (98 კგ), გიგა სოფრომაძე (58 კგ), ჯაბა თურქია (71 კგ), უშანგი მარგიანი (88 კგ) და გიორგი ჩაგელიშვილი (+98 კგ) დაეუფლნენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული სპორტისთვის, კვიპროსი და კონკრეტულად ლიმასოლი, 2025 წელს მნიშვნელოვანი ადგილია, ვინაიდან სწორეს ეს კვიპროსული ქალაქი უმასპინძლებს ევრობასკეტის იმ ჯგუფს, რომელშიც საქართველოს კალათბურთის ნაკრები მეექვსედ აიღებს სტარტს, საკალათბურთო ევროპის ჩემპიონატზე. მანამდე კი, ლიმასოლში ქართული ჰიმნისთვის ყურის მიჩვევა, კუნძულელებს სამბისტებმა დააწყებინეს.
ფოტო: სპორტის სამინისტრო