სამი მატჩის შემდეგ, ორ მეოთხედფინალში „ქუთაისი 2010“ და „ივერიონი“ ლიდერობენ
სამი მატჩის შემდეგ, ორ მეოთხედფინალში „ქუთაისი 2010“ და „ივერიონი“ ლიდერობენ
28.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, საკალათბურთო სუპერლიგის 2024-2025 წლების სეზონის 1/4 ფინალური ფლეი-ოფის სერიის მესამე სათამაშო დღე იყო. ორი წყვილიდან ერთს, „ქუთაისი 2010"-ს დღესვე შეეძლო 1/2 ფინალური საგზურის მოპოვება შეეძლო, თუმცა, კოტე ტუღუშის გუნდმა, ბათუმში, სერიის მესამე შეხვედრა ადგილობრივი გუნდთან, მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე წააგო. პერიოდების მიხედვით (28-15, 23-27, 21-19, 18-25) თუ ვიმსჯელებთ, შეხვედრა, საკმაოდ დაძაბულად წარიმართა და მასპინძლები თითქმის მთელი თამაში ლიდერობდნენ. „ბათუმმა" პირველი ტაიმი 9 ქულით, 51-42 მოიგო. „ქუთაისმა", შეხვედრის ძირითადი დროის დასრულებამდე დაახლოებით სამი წუთით ადრე, გიორგი კორსანტიას ლეი აუთით, ანგარიშში ერთი ქულით მოახერხა დაწინაურება 84-85. წუთი და 20 წამით ადრე,  კვლავ კორსანტიას, შეეძლო იმერული კლუბი დაეწინაურებინა, თუმცა, ორიდან მხოლოდ ერთი საჯარიმო ისროლა ზუსტად და ანგარიში გაათანაბრა 86-86. ბოლო წამები სუპერ-დაძაბული გამოდგა. მასპინძლებმა ბურთი ჩაჭრეს, თავად ჯექსონ ბრენჩლიმ ნახტომში 2-ქულიანიც ჩააგდო და გიორგი ოჩხიკიძეც „წამოიკიდა" ჯარიმებზე. საბოლოოდ, „ბათუმმა" შეხვედრის ბოლო წამზე 4 ქულა აიღო და თამაში 90-86 მოიგო. ამ წყვილში, სამი შეხვედრის შემდეგ, ახლა, ანგარიში 1-2 არის „ქუთაისი 2010"-ის სასარგებლოდ და კოტე ტუღუშის გუნდი, 30 აპრილს გამარჯვების შემთხვევაში, 1/2 ფინალის საგზურს გაინაღდებს.


დღეს კი, გამარჯვებული გუნდიდან, საუკეთესო 20 ქულით ლუკა კალატოზიშვილი იყო. თუმცა, ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანი ქუთაისელთა უკანახაზელი ელაია ჯოინერი იყო 30 ქულით.


10 ქულით მოიგო სერიის მესამე შეხვედრა ზესტაფონის სპორტის სასახლეში გორის „ივერიონმა" და ადგილობრივი „მარგვეთთან" მეოთხედფინალურ სერიაში 1-2 დაწინაურდა. თანაბარი პირველი მეოთხედის (18-18) შემდეგ, „მარგვეთმა" მეორე მეოთხედი 3 ქულით, 27-24 მოიგო. თუმცა, შესვენების შემდეგ, გორელებმა მოახერხეს დაწინაურება და დარჩენილი ორი მეოთხედი მოიგეს 24-28, 20-29. საბოლოოდ, ეს შეხვედრა 89-99 დასრულდა და ახლა, ამ წყვილშიც, შესაძლოა 1/2 ფინალისტი 30 აპრილს გაირკვეს. ამ შეხვედრაში, მასპინძელთაგან ყველაზე შედეგიანი აკოლ მავეინი იყო 26 ქულით. რაც შეეხება, სტუმართა გუნდს, აქ, ყველაზე მეტი 23 ქულა ჯეი პალიმ დააგროვა.


შეგახსენებთ, რომ ხვალ, 29 აპრილს, კიდევ ორი 1/4 ფინალური წყვილის მორიგი შეხვედრები გაიმართება.