საქართველოს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელს დღეს EJU-ს დროშა გადმოსცეს
საქართველოს, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის მასპინძელს დღეს EJU-ს დროშა გადმოსცეს
26.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, მონტენეგროში ჯუდოში, ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი დასრულდა. ქართველმა ჯუდოკებმა ორი ოქროსა და ორი ვერცხლის მედალი მოიგეს. მამაკაცებში გუნდური მეორე, საერთო ჯამში კი, მესამე ადგილით დაასრულეს ასპარეზობა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში დასრულებული ტურნირის შემდეგ, უკვე ხვალ დილიდან გუნდური შერეული გუნდური პირველობა გაიმართება და საქართველოს 15 უძლიერეს ნაკრებთან ერთად, უკვე შერეულ გუნდურ შეჯიბრში შეეცდება მედლის მოგებას. ამის შემდეგ კი, ევროპის პირველობაზე ერთწლიანი შესვენება გამოცხადდება და ზუსტად ერთი წლის შემდეგ, 2023 წლის 23-26 აპრილს, თბილისში ჩატარდება.


სწორედ, პოდგორიცაში, ევროპის ჩემპიონატის მეოთხე საშეჯიბრო დღეს, საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ EJU-ს (ევროპის ძიუდოს კავშირის) დროშა, ორგანიზაციის პრეზიდენტისგან, ლასლო ტოთისგან გადაეცათ.


თბილისში, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას ხელი თბილისში მიმდინარე წლის მარტში მოეწერა. ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს. ასე რომ, ერთ წელში თბილისს ევროპის უძლიერესი ჯუდოკები ეწვევიან.



ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი / სპორტის სამინისტრო