მშვილდოსნებმაც ათვლა 26 რიცხვიდან დაიწყეს...
მშვილდოსნებმაც ათვლა 26 რიცხვიდან დაიწყეს...
26.04.2025
ავტორი: TSFF.Ge

პირველად დამოუკიდებელი საქართველოს და შესაბამისად, მშვილდოსნობის ისტორიაში, ჩვენ გრან-პრის ეტაპის გამარჯვებულები გვყავს. ალექსანდრე მაჭავარიანმა და მედეა გვინჩიძის წყვილმა, ანტალიაში მიმდინარე ევროპის გრან პრის პირველი ეტაპი, შერეულ წყვილთა შორის, დღეს მოიგეს.


მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ ქართულმა წყვილმა ფინალში, ტურნირის მასპინძელი, საკმაოდ ძლიერი თურქული  წყვილი ბერქაი აქქოიუნი და დუნია იენიჰაიათი (რეიტინგის #1), ანგარიშით 4(16) - 5 (18) დაამარცხა.


თუმცა, ფინალამდე იყო გრძელი გზა, რომელზეც მაჭავარიანისა და გვინჩიძის წყვილს უკრაინის, შვეიცარიისა და უზბეკეთის გუნდების დამარცხება მოუხდათ.


ანტალიაში, მშვილდოსნობაში გრან პრის პირველმა ეტაპმა სტარტი 23 აპრილს აიღო. ტურნირზე საქართველოს ნაკრები შემდეგი გუნდით არის წარმოდგენილი: ვაჟები : ალექსანდრე მაჭავარიანი, თემურ მაკიევი, ანრი ბასილაძე; ქალები - მედეა გვინჩიძე, ციკო ფუტკარაძე, სალომე ხარშილაძე.


ინდივიდუალურ ასპარეზობაში ორ-ორი ეტაპი გაიარეს და 1/16 ფინალში იასპარეზეს ალექსანდრე მაჭავარიანი, ანრი ბასილაძე, მედეა გვინჩიძე და ციკო ფუტკარაძე.


ანტალიაში ხვალ ტურნირის ბოლო დღეა, თუმცა, ჩვენების გარეშე.