მეორე ოქრო ილია სულამანიძისგან და ოდნავ გამოსწორებული განწყობა, გუნდურის წინ...
მეორე ოქრო ილია სულამანიძისგან და ოდნავ გამოსწორებული განწყობა, გუნდურის წინ...
26.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ამჯერად, მშვიდი, გაწონასწორებული და ბოლო წამებამდე კონცენტრირებული ილია სულამანიძისთვის, პარიზის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულის, აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევის დამარცხება რთული არ ყოფილა. რამდენიმე თვის წინ, ოლიმპიურ თამაშებზე განცდილი, რეალურად ბოლო წამებში „გაპარული" მარცხის შემდეგ, დღეს, ქართველმა ჯუდოკამ სრულფასოვანი რევანში აიღო, მოიგო ფინალი და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიგო.  პოდიუმზე მდგომმა ილიამ დღეს კვლავ იტირა, მხოლოდ, ამჯერად ეს სიხარულის ცრემლები იყო.


 


დღეს კი, -100 კგ  წონით კატეგორიაში, ილია სულამანიძესთვის, სერბ ალეკსანდარ კუკოლის შეხვდით დაიწყო. ამ გამარჯვების შემდეგ, ქართველმა, იტალიელ ჯენარო კორელს მოუგო იუკოთი და 1/2 ფინალში გავიდა, სადაც, ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე (IJF-ის პირველი გუნდი), არმან ადამიანი ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.


სრულიად მოულოდნელი იყო, +100 კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილის სტარტი. ჯუდოკასგან რომლისგანაც თითქმის ყველა (და არა მხოლოდ საქართველოში), მინიმუმ ბრინჯაოს მედალს მაინც ელოდა, ასპარეზობას სტარტზევე გამოეთიშა. ქართველი თურქ რეჯებ ერგინთან დამარცხდა. „თუშას" გულშემატკივრისთვის, ყველაზე გულდასაწყვეტი კი იყო, რომ ქართველმა თავდაპირველად ორი იუკო გაუშვა და ბოლოს, ოსაიკომი იპონით დამარცხდა...


პირველი ეტაპი გაიარა, +78 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სოფო სომხიშვილმა,  რომელმაც აზერბაიჯანელ ნიგერ სულეიმანანოვასთან კი რჩება გამარჯვებული, თუმცა, მომდევნო დაპირისპირებაში უკვე იპონით, თავად დამარცხდა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე მარია ივანოვასთან.


დღესვე პოდგორიცაში ქართველმა საქართველოდან წასულმა მამლუქებმაც იასპარეზეს უშანგი კოკაურმა, +100 კგ წონით კატეგორიაში და ცოტა დააკლდა ბრინჯაოს მედლამდე, ავსტრიის სახელით მოასპარეზე ძმები ბორჩაშვილები და გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაური.


საერთო ჯამში ქართულმა გუნდმა მონტენეგროში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე 2 ოქროს და ორი ვერცხლის მედალი მოიგო. ევროპის ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი და ილია სულამანიძე, ცოტა დააკლდათ ოქრომდე, ვერცხლის მედლები მოიგეს ეთერ ლიპარტელიანმა და ტატო გრიგალაშვილმა. ქართულმა გუნდმა, მამაკაცთა შორის საერთო გუნდურ ჩათვლაში მეორე, საერთო გუნდურ ჩათვლაში კი, მესამე ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ ხვალ პოდგორიცაში შერეული გუნდური პირველობაა, რომელშიც 15 გუნდი და მათ შორის საქართველოს ნაკრებიც ასპარეზობს. ჩვენების პირველი მეტოქე, აზერბაიჯანის ნაკრები იქნება.  



ფოტო: ხატია ჯიჯეიშილი / სპორტის სამინისტრო

სტატიაში გამოყენებულია თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოყო / IJF