
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია - ქართველმა ფინალი იუკოთი წააგო. მშობლიურ -81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა ტატო გრიგალაშვილმა. ლუკას მსგავსად, სტარტი ტატოსაც იდენტური ჰქონდა თუმცა, ბოლოს, ლუკას მსგავსად, პირველი შეხვედრა იპონით მოუგო უკრაინელ ვლადისლავ კოლობოვს. მომდევნო ეტაპზე, გირიგალაშვილი ჩეხეთის წარმომადგენელს, იან სვობოდას დაუპირისპირდა, ფეხიც გამოკრა და იპონზე დააგდო. ბადიდან გასასვლელად, ტატო, ბულგარელ ჰრისტო ვალკოვს შეხვდა და იპონით გაიმარჯვა. 1/2 ფინალში ქართველი აზერბაიჯანელ ზელიმ ცკაევს შეხვდა, რომელმაც ამ ეტაპზე მოსახვედრად, 10 წამში იპონით გაიმარჯვა. ტატომ, დამატებით დროში მეტოქე იპონით დაამარცხა და ფინალში ნეიტრალური ქვეყნის სტატუსით მოასპარეზე თიმურ არბუზოვის (რომელმაც თავის მხრივ, 1/2 ფინალში მატია კასე დაამარცხა) წინააღმდეგ საპაექროდ გაემზადა.
ქართველებიდან ტატამზე პირველი ასპარეზობაში ლუკა მაისურაძე ჩაერთო. -90 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველ ჯუდოკას მეტნაკლებად მძიმე სტარტი ჰქონდა. ქართველს ორი შიდო ჰქონდა თუმცა, მოახერხა ვაზარის აღება და საბოლოოდ, მოლდოველი მიხაილ ლატიშევი იპონით დაამარცხა. მომდევნო ეტაპზე, ჩვენებურის მეტოქე, ტონი მილეტიჩი იყო ბოსნია და ჰერცეგოვინადან, რომელთანაც ქართველმა ჰანსუკო-მაკეთი გაიმარჯვა და ბადის მოსაგებად, შესაბამისად 1/2 გასასვლელადაც, აზერბაიჯანის წარმომადგენელ მურად ფატიევს დაუპირისპირდა და იპონით დამარცხდა. შესაბამისად, ქართველი, რეპეშაჟში გადაერთო. აქ კი, ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდა და დამატებით დროში იპონით დამარცხდა. შესაბამისად, მაისურაძე, ამ ევროპის ჩემპიონატზე მედლის გარეშე დარჩა.
ამავე წონაში, გიორგი ჯაბნიშვილმა, საკმაოდ მარტივად დაამარცხა ფინეთის სახელით მოასპარეზე არტურ კანევეცი და ნორვეგიელ კომელიუს ეილერსტენთან გადაინაცვლა, რომელსაც ორთაბრძოლის დაწყებიდან წამებში ვაზარი აუგო, საბოლოოდ კი, იპონიც შეუსრულა და ისე გაიმარჯვა. ქართველის მომდევნო მეტოქე, სერბი ნემანია მაიდოვი იყო. ქართველმა კარგად დაიწყო, თუმცა, დამატებით დროში იუკოთი დამარცხდა და ესეც რეპეშაჟში გადარეთო. აქ 21 წლის ქართველის მეტოქე ფრანგი ალექსის მატიო იყო. გიორგი მალევე აუღო მეტოქეს იუკო, თუმცა, ფრანგმა მალევე გაუთანაბრა და ვაზარიც დაუყოლა. გიორგი ერთი იუკოთი უპასუხა თუმცა, საბოლოოდ მტკივნეულით დამარცხდა და მედლის გარეშე დარჩა.
-70 კგ წონით კატეგორიაში დღეს მარიამ ჭანტურიამაც იასპარეზა. ქართველი ჯუდოკა ქალი, შეხვედრას ვაზარით იგებდა, თუმცა, რამდენიმე წამით ადრე წამოეგო მეტოქის მოძრაობაზე წამოეგო და საბოლოოდ დამარცხდა.
ხვალ, ევროპის ჩემპიონატზე პირად პირველობაში, ბოლო საასპარეზო დღეა, მედლები კი შემდეგ წონით კატეგორიებში გათამაშდება: -100კგ, +100კგ / -78კგ, +78კგ. შესაბამისად, ამ წონით კატეგორიებში საქართველოს სახელს, -100 კგ ილია სულამანიძე, +100 კგ გურამ თუშიშვილი და +78 კგ წონით კატეგორიაში სოფო სომხიშვილი შეეცდებიან მედლების მოგებას.
ფოტო: © EJU / Carlos Ferreira