საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის კიდევ ორმა წყვილმა დღეს დაიწყო ასპარეზობა
საკალათბურთო სუპერლიგის ფლეი-ოფის კიდევ ორმა წყვილმა დღეს დაიწყო ასპარეზობა
24.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს თბილისში საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის კიდევ ორი წყვილის  სერია დააწყო. შეგახსენებთ, რომ წყვილებში გამარჯვებული სამ-მოგებამდე თამაშობს.


ვსა-მ, თბილისში გურჯაანის „დელტას" უმასპინძლა და საკმაოდ მარტივად გაიმარჯვა. რეალურად, აკადემიელებმა ყველა მეოთხედი მოიგეს  27-23, 28-18, 21-17, 26-18, თუმცა, თამაშს ბედი მეორე მეოთხედში გადაწყვიტეს, როდესაც, 10 ქული მოიგეს და დიდ შესვენებაზე 14-ქულიანი სხვაობით, 55-41 გავიდნენ. საბოლოოდ, ვსა-მ, 26 ქულის სხვაობით 102-76 მოიგო და სერიაში დაწინაურდა. გამარჯვებული გუნდიდან საუკეთესო ჯერმეინ ჰედმა იყო, რომელმაც 29 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი დააგროვა. 17 ქულა დააგროვა შაქუან ჯულსმა, 15 ქსავიერ ჰილ მეისმა. გურჯაანის გუნდში 13-13 ქულით დანია კინგსბი და სკაილარ პოტერი გამოირჩნენ.


ფლეი-ოფში მონაწილე ბოლი წყვილი თსუ და „რაში" არიან. ამ გუნდების დაპირისპირებაში პირველი მეოთხედის შემდეგ, თსუ-ელები დაწინაურდნენ  ორი ქულით, თუმცა, მეორე მეოთხედში ანგარიშში სტუმარმა გუნდმა გადაწონა და 6 ქულით მოიგო. დიდ შესვენებაზეც ანგარიში „რაშის" სასარგებლოდ იყო, 44-48 (23-21, 21-27) . თუმცა, 4 ქულა არ იყო ის სხვაობა, რის ამოღებაც თსუ-ს შეეძლო. შესაძლოა ამ მცირე უპირატესობით შეგულიანებულ „რაშის" მოთამაშეებს გაეპარათ „თამაში" და თსუ-მ 28-9 გაიმარჯვა. ეს კი, ამ შეხვედრაში როგორც ირკვევა გადამწყვეტი აღმოჩნდა. ბოლო მეოთხედი თსუ-მ 18-15 მოიგო. თამაში კი, თსუ-მ 90-72 მოიგო. თსუ-დან საუკეთესო დევონტრე ტომასი იყო, რომელმაც 23 ქულა დააგროვა. 12 ქულა ოთარ ფხაკაძემ, 11-11 კი ალექსანდრე ფევაძემ და კარსონ ბაშამმა მოაგროვეს. ბაშამმა, ორივე გუნდში, ერთადერთი აღმოჩნდა, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა. „რაშის" შემადგენლობაში 17 ქულით ლაშა მიქელაძე გამოირჩა. 13 ქულა ლუკა ლურსმანაშვილის ანგარიშზეა.


ორივე წყვილში სერიის მეორე მატჩები 26 აპრილს გაიმართება. თუმცა, მანამდე პირველი ორი წყვული, 25 აპრილს მეორე შეხვედრებს გამართავს გორსა და ქუთაისში.



კალათბურთის ფედერაციის ფოტოები