მეორე მედალი პოდგორიცადან, ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
მეორე მედალი პოდგორიცადან, ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ვიცე-ჩემპიონია
24.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ეთერ ლიპარტელიანს, სულ ცოტა დააკლდა ევროპის ჩემპიონატის ოქრომდე. ქარელი ჯუდოკა ქალი, რომელიც ბოლო წლებია სტაბილურად ასპარეზობს და წონის ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიოში, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, გერმანელ სეია ბალჰაუსთან დამარცხდა. საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში, რომელშიც ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით ქართველის უპირატესობა შესამჩნევი იყო,  ლიპარტელიანს, მცირედი უყურადღებობა ვაზარად დაუჯდა და ყველა მცდელობის მიუხედავად, შეხვედრის შემოტრიალება ვერ მოახერხა. ქართველმა ქალმა ჯუდოკამ, -57კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო და პირველ შევხედრაში ნეიტრალური ქვეყნის სახელით მოასპარეზე დარია კურბონმამედოვა იუკოთი დაამარცხა. საკმაოდ მალე დაასრულა მეორე შეხვედრა შვეიცარიელ ბინდა ნდიაესთან. ლიპარტელიანმა, ბადის მოსაგები შეხვედრა 51 წამში, იპონით დაასრულა. იუკოთი მოიგო ეთერმა 1/2 ფინალური შეხვედრა, რომელშიც ისრაელის წარმომადგენელი ტიმნა ნელსონ ლევი დაამარცხა.


ამავე წონაში იასპარეზა ნინო ლოლაძემაც, რომელმაც პირველ წრეში იპონით, ბულგარელი სნეჟანა გრამატიკოვა დაამარცხა, თუმცა, მომდევნო შეხვედრაში, ჩვენი მოსაზრებით, მიკერძოებული მსაჯობის კვალობაზე იუკოთი დამარცხდა სერბ მარიცა პერიშიჩთან და ასპარეზობას გამოეთიშა.


-63 კგ წონით კატეგორიაში, პირველივე წრიდან გამოეთიშა ასპარეზობას ეთერ ასკილაშვილი, რომელიც ნიდერლანდების წარმომადგენელ  გეკე ვან დენ ბერგთან დამარცხდა.


და ბოლოს, ალბათ ვისი მედალიც დაგეგმილი იყო, -73 კგ წონითი კატეგორია და ლაშა შავდათუშავილი იყო. ქართული ჯუდოს მოქმედმა ლეგენდამ, მონტენეგროში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე წრიდან დაწყო, საერთო ჯამში ხუთი შეხვედრა გამართა და ერთის გარდა ყველაში ე.წ. „გოლდენ სქორი" დასჭირდა. ამასთან, ქართველს ბადის მოსაგებად, ძირითადი დროის გარდა 12.03 წუთი დასჭირდა. შესაძლოა, ჩვენი მკითხველის გარკვეულ ნაწილს არ მოეწონოს ჩვენი პოზიცია, მაგრამ რა სახელი და გვარიც არ უნდა იყო, თუ გამარჯვება გინდა, ხუთ ბრძოლაში ერთი შედეგიანი გდება მაინც უნდა გააკეთო. ამჯერად, კი, ჩვენს ლეგენდას სწორედ ეს გდებები დააკლდა, 1/2  ფინალშიც და შემდეგ მესამე ადგილისთვის ბრძოლაშიც. ასე, რომ „შავი" მედლის გარეშე დარჩა. იმედია, მის ამ „გამოცდილებას" პოდგორიცაში ევროპის ჩემპიონატზე დარჩენილი სხვა ქართველი ჯუდოკები გაითვალისწინებენ.


ტურნირის მესამე დღეს, 25 აპრილს კი, ქართული გუნდი, მედლების მოგებას სამ წონით კატეგორიაში (-81კგ და-90კგ) შეეცდება. ქართული გუნდიდან მშობლიურ -81 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს ტატო გრიგალაშვილი. -90 კგ წონით კატეგორიას ლიკა მაისურაძე და გიორგი ჯაბნიაშვილი შეეცდებიან. -70 კგ-ში იასპარეზებს მარიამ ჭანტურია.


შეგახსენებთ, რომ ქართული გუნდის ანგარიშზე, ემ მომენტისთვის 1 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალია.