დიხამინჯიამ 10 გოლი გაიტანა, ორჯონიკიძემ – 9

25.04.2025
ავტორი: ხელბურთის ფედერაცია
ქართველი ლეგიონერები განაგრძობენ შედეგიან თამაშს თავიანთ გუნდებში.
ჩრდილოეთ მაკედონიაში „ოჰრიდმა" „ტიკვეში" სტუმრად 24-20 დაამარცხა. სტუმართა რიგებში ყველაზე შედეგიანი საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თეიმურაზ ორჯონიკიძე იყო, რომელმაც 9 გოლი გაიტანა. მომდევნო მატჩს „ოჰრიდი" 4 მაისს „სკოპიესთან" გამართავს.
დრამატული მატჩი გაიმართა პოლონეთში - „აზოტი" სტუმრად „ზაგლებიეს" ესტუმრა - შეხვედრა ფრედ 43-43 დასრულდა, მატჩისშემგომ პენალტების სერიაში კი „ზაგლებიემ 3-1 მოიგო და საბოლოოდ მეტოქე 46-44 დაამარცხა.
„აზოტის" შემადგენლობაში ზურაბ ცინცაძეს არ უთამაშია, სამაგიეროდ გამორჩეული იყო საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი, გიორგი დიხამინჯია, რომელმაც მეტოქის კარში 10 გოლი გაიტანა.