ივნისის მეტოქეები ოფიციალურად ცნობილია
ივნისის მეტოქეები ოფიციალურად ცნობილია
24.04.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები ივნისის სანაკრებო ფანჯრისთვის საბოლოოდ დადინდა. ვილი სანიოლის გუნდი, ივნისში, მოგეხსენებათ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.


ჩვენი გუნდი, 5 ივნისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე" ფარერის კუნძულების ნაკრებს შეხვდება. რამდენიმე დღეში, 8 ივნისს კი, ვილი სანიოლის ნაკრები იმერეთში გადაინაცვლებს და აფრიკის ზონის წარმომადგენელს, კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ბოლოს, 2017 წელს ამხანაგურ შეხვედრაში ბელარუსს დაუპირისპირდა და ფრედ 2-2 ითამაშა.


მარტის სანაკრებო შეკრების დროს ვილი სანიოლმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ივნისის თამაშებისთვის ის, სათამაშო დროს იმ ფეხბურთელებს მისცემს, რომლებსაც ის, აკლიათ. მაგალითად, სანიოლმა გამოაცხადა, რომ ივნისის თამაშებისთვის, ეროვნული ნაკრების კარს, ლუკა გუგეშაშვილს მიანდობს. ქართული მედიისთვის ცნობილია, ისიც, რომ ეროვნულ ნაკრებთან ერთად ვერ იქნებიან ის მოთამაშეები, რომლებსაც საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე უწევთ ასპარეზობა. სანიოლმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ივნისში პრიორიტეტი ახალგაზრდული ნაკრებია. აქვე გეტყვით, რომ ეროვნული ნაკრების თამაშების პერიოდში, 21-წლამდეთა ნაკრები შეკრებაზე ავსტრიაში იქნება, საიდანაც მოგვიანებით, სლოვაკეთში, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე სათამაშოდ გადავა.


რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს - ორივე მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის მსოფლიოს 2026 წლის საკვალიფიკაციო რაუნდის მოსამზადებელ ეტაპის ნაწილია. სანაკრებო ვებ-გვერდზე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მატჩზე დასასწრები ბილეთების რეალიზაციის შესახებ ინფორმაციას, გულშემატკივარს მოგვიანებით  შეატყობინებს. თბილისშიც და ქუთაისშიც თამაშები 20:00 საათზე დაიწყება.